ანემია ბავშვებში-როგორ შევივსოთ რკინის დეფიციტი

ანემია ბავშვებში-როგორ შევივსოთ რკინის დეფიციტი?

ანემიამშობლისთვის საკუთარ თავზე მნიშვნელოვანია შვილის ჯანმრთელობაა.

უსუსური პატარების ავად ყოფნას განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით.

პასუხისმგებლობის დიდი დოზა და მშობლის ძლიერი ინსტინქტი გვაიძულებს ვიმოქმედოთ ყველა გზის გამოყენებით, რაც შვილის უკეთ გახდომაში დაგვეხმარება.

დაავადებები ვირუსივით სწრაფად ვრცელდება.

რა თქმა უნდა, მსოფლიოში მიმდინარე ბუნებრივი და კატაკლიზმური მოვლენები მათ პროვოცირებას უწყობს ხელს.

რთულად სამკურნებელ დაავადებათა რიგებში ანემიაც  გვევლინება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30% ამ ანემიას ებრძვის.

აქედან, 40% სკოლამდელი ასაკის ბავშია, რაც მიანიშნებს, რომ ანემია ბავშვებში მეტად გახშირებულია.

მედიცინა თავისი შესაძლებლობებით დღითიდღე გვაოცებს.

თუ ადრე მძიმე დიაგნოზი საბოლოო განაჩენს ნიშნავდა, ახლა ამ დიაგნოზით ცხოვრების გაგრძელება და სრულფასოვნად არსებობა თავისუფლად შეიძლება.

მთავარია დროულად მივაგნოთ ჩვენს ორგანიზმში შემოღწეულ მავნე ბაქტერიებს და სწორი მკურნალობით არ მივცეთ ჩვენზე გამარჯვების უფლება.

რა არის ანემია?

ანემია განიმარტება, როგორც ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის ნაკლებობა სისხლში.

ანემია შეიძლება იყოს დროებითი, ქრონიკული, მსუბუქი ან მწვავე ფორმის.

სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობის მრავალი ფაქტორი არსებობს.

ანემიის სიმპტომები და ნიშნები

ამ დაავადების მატარებელ ზოგიერთ ბავშვს არ აქვს მკაფიოდ გამოვლენილი სიმპტომები, თუმცა, გარკვეული ნიშნებით მაინც შეძლებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობა.

  • ფერმკრთალი ან ყვითელი კანი
  • ქუთუთოების გადახრა და ფრჩხილის ღია გავარდისფრება
  • გაღიზიანება
  • სისუსტე
  • ადვილად დაღლა და უფრო ხშირი ძილის სურვილი

თუ თქვენი შვილი დაიწყებს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენას მიმართეთ კვალიფიციურ პედიატრს.

ასევე, გამოიკვლით, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს თუ ჰქონია ანემიური ისტორია ან რაიმე სახის სისხლდენა, რადგან ეს შეიძლება გენეტიკურიც იყოს.

რა იწვევს ანემიას?

სისხლში ნივთიერებების დისბალანსის მიზეზი სხვადასხვაა.

რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

როდესაც ორგანიზმში რკინა საკმარისი რაოდეობის არ არის სისცხლის წითელ უჯრედებში არ გამომუშავდება ჰემოგლობინი, ანუ ჟანგბადის გადამტანი ცილა.

ტერფებისა და ხელების გაციება, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, ყინულის, სახამებლის და მიწის ჭამის სურვილიც კი შესაძლოა ანემიით იყო გამოწვეული.

რისკ  ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვილები, რომლებიც ნაადრევად ან მცირე წონით იბადებიან, ვერ იღებენ საკმარის რკინას დედის რძიდან ან რძის შემცველი პროდუქტიდან.

არასრულფასოვანი კვება გამომწვევი მიზეზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რკინის დეფიციტი უფრო ხშირია 6 თვიდან 3წლამდე ასაკის ბავშვებში.

რკინის დეფიციტის შევსება

თუ თქვენ დროულად აღმოაჩნეთ თქვენს პატარაში რკინის ნაკლებობას, პედიატრთან კონსულტაციის პირობებში ყურადღება გაამახვილეთ კვების რაციონზე.

საკვები პროდუქტის სარგებლიანობა არა მის ჭარბ რაოდენობაზე, არამედ შემადგენლობასა და სწორ მიღებაზეა დამოკიდებული.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ რკინით გამოწვეული ანემიის რისკი, თუ აირჩევთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა:

  • საქონლისა და ფრინველის წითელი ხორცი
  • ზღვის პროდუქტები
  • ლობიო
  • მუქი მწვანე მცენარეული ბოსტნეული, მაგ.:ისპანახი.
  • გამომშრალი ხილი, მაგ.: ქიშმიში და გარგარი
  • რკინით გაჯერებული მარცვლეული, მაგ.:პური და მაკარონი
  • ბარდა

სხეული ხორცისგან გაცილებით მეტ რკინას შთანთქავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროდუქტისგან.

სასურველია ჩვილი ბავშვები დედის რძისგან იღებდნენ რკინას.

5-6 თვიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ამ ნივთიერებით გამდიდრებული საკვების მიცემა.

ამ ასაკიდანვე შეგიძლიათ მისცეთ C ვიტამინით გაჯერებული პროდუქტი, რაც ორგანიზმში რკინის ათვისებას უკეთ შეუწყობს ხელს.

გახსოდვეთ, დიაგნოზის დროულად გამოვლენის შემთხვევაში მასთან გამკლავება გაცილებით მარტივია!

იყავით პოზიტიურები! ეს თვქვენს პატარას ძალიან დაეხმარება!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *