ბავშვის ალერგია – რა უნდა ვიცოდეთ?

ბავშვის ალერგიაბავშვის ალერგია – რა უნდა ვიცოდეთ?

ბავშვის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები მოვლენაა მშობლებისათვის.

ალერგია, შესაძლოა ნებისმიერ ბავშვში განვითარდეს, თუმცა ეს მეტწილად დაკავშირებულია გენეტიკასთან.

მისი ადრეული იდენტიფიცირება ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ამიტომ, თუკი ქვემოთ განსაზღვრულ სიმპტომებს აღმოაჩენთ, მიმართეთ ალერგოლოგებს:

ალერგიის სიმპტომები

  • კანის გამონაყარი ან ჭინჭრის ციება (ატოპიური დერმატიტი ან ეგზემა);
  • სუნთქვის სიძნელე (ასთმა);
  • ცემინება, ხველა, სურდო, ქავილი თვალების მიდამოებში;
  • უსიამოვნო შეგრძნება მუცელში.

* გახსოვდეთ, რომ მსგავსი სიმპტომები შესაძლოა სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაიროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

ალერგიის გამომწვევი ფაქტორებია:

  • გარედან ათვისებული : ხისა და მცენარის მტვერი, მწერის ნაკბენი.
  • სახლში მიღებული : ცხოველის ბეწვი, მტვრის ტკიპები, ობი.
  • გამღიზიანებლები : სიგარეტის კვამლი, პარფიუმი, მანქანის გამონაბოლქვი.
  • საკვები : თხილი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები.

*თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს ალერგია აქვს, ჩაინიშნეთ სიმპტომები და გამოიკვლიეთ ის ყოველდღიური დაკვირვებით.

ალერგიული რინიტი (თივის ცხელება)

ალერგიული რინიტი არის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადება. სიმპტომები მოიცავს : სურდოს, ცემინებას, ცხვირის ქავილსა და შეშუპებას.

ბავშვს, ასევე, შეიძლება ჰქონდეს წყლიანი, წითელი თვალები და ქრონიკული ყურის პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ალერგიის სახელწოდება არის „თივის ცხელება“, ის არ არის გამოწვეული თივისგან და არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა.

ცხვირის შეშუპება

ყველაზე ხშირად ალერგიები ცხვირის შეშუპებას (გაჭედვას) იწვევს. ამიტომაც ბავშვი გადადის პირით სუნთქვაზე, განსაკუთრებით ძილში. ასე ის კარგად გამოძინებას ვერ ახერხებს და მეორე დღეს დაღლილობის შეგრძნება აქვს.

თუ ამ პრობლემას ყურადღებას არ მიაქცევთ, ეს ხელს შეუშლის მისი კბილებისა და სახის ძვლების ზრდას. ადრეული მკურნალობით კი, ამ პრობლემებს თავიდან აირიდებთ.

ყურის ინფექციები

ალერგიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ყურის ანთება და მასში სითხის დაგროვება, რაც ხელს შეუწყობს ყურის ინფექციასა და სმენის დაქვეითებას.

ხოლო ბავშვს, რომლსაც ადრეულ ასაკში სმენა უქვეითდება, უჭირს ლაპარაკის სწავლაც, რაც საერთო ჯამში, იწვევს მეტყველების პრობლემასაც.

ალერგია, ასევე, იწვევს ყურების ტკივილს, ქავილსა და დაგუბებას. ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა ეჩვენონ ალერგოლოგს, რათა ჩატარდეს ადრეული მკურნალობა.

საკვების ალერგია

თუკი ახალდაბადებულ ბავშვს დედა ძუძუთი კვებავს, ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ დედის მიერ მიღებულ საკვებზე, ბავშვს, შესაძლოა, ალერგია ჰქონდეს.

ამის ტესტირება შესაძლებელია. ხოლო დედა უნდა მოერიდოს კონკრეტულ საკვებ პროდუქტებს და პატარაც შვებას იგრძნობს.

ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ალერგიის გამომწვევი პროდუქტი არის თხილი და რძე. ხშირია, ასევე, კვერცხით, ხორბლით, სოიოთი, ზღვის პროდუქტებითა და სხვა თხილეულით ალერგიის გამოწვევის ფაქტებიც.

ყველაზე მძიმე რეაქციები ბავშვებს თხილეულზე და ზღვის პროდუქტებზე აქვთ. – და ეს, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს.

ყველა ისეთი ბავშვის მშობელმა, რომელიც ალერგიულია, თავიდან უნდა აირიდოს ანაფილაქსიის (სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომელიც სუნთქვის დარღვევასა და უეცარ წნევის დაქვეითებას იწვევს. ანაფლაქსიის დროს სხეული შოკურ მდგომარეობაში გადადის) შესაძლო შემთხვევა. ასეთ დროს საჭიროა ადრენალინის მიცემა, რათა სხეულმა ალერგიის გამომწვევი სიმპტომი უკუაგდოს.

ალერგია და სკოლა

თუ თქვენს შვილს აქვს ასთმა ან სხვა მძიმე ალერგია, მისი, შესაძლო, ანაფლაქსიის დროს სამოქმედო გეგმის ასლი უნდა მისცეთ სკოლის მედდას ან ადმინისტრაციულ ოფისს.

ასევე, განიხილეთ თქვენი ბავშვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი, როგორიცაა  ეპინეფრინი (ადრენალინი), საგანგებო შემთხვევისთვის.

ფიზიკური აღზრდა და სპორტი ბევრი ბავშვისთვის სკოლის დღის უდიდესი ნაწილია. ასთმის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ამ აქტივობაში არ უნდა ჩაებას.

ასთმის და სხვა ალერგიული დაავადებების მქონე ბავშვებს უნდა შეეძლოთ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ სპორტში, რომელსაც აირჩევენ. თუ, რა თქმა უნდა, ამ საკითხთზე ჯერ ექიმთან გაივლიან კონსულტაციას.

გააკონტროლეთ თქვენი შვილის მედიკამენტები, რამდენად სწორად იღებს ის მათ და იყენებს თუ არა ინჰალატორს დროულად.

საჭიროა, რომ ალერგიული ბავშვები მოშორებით ისხდნენ დაფისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ცარცის მტვრისგან გაღიზიანება.

ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს ალერგია აქვს? არ დააყოვნოთ, დღესვე აჩვენეთ ის ალერგოლოგს! არ ჩააგდოთ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *