ბავშვის ბოთლი – როგორ შევარჩიოთ ბოთლი?

ბავშვის ბოთლი – როგორ შევარჩიოთ ბოთლი?

ბავშვის ბოთლი აქტუალური ხდება, როდესაც ბავშვის გადაყვანა ხდება ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე.

ასეთ დროს ბავშვის გამოკვება ხორციელდება შესაბამისი ბოთლის მეშვეობით, ამიტომაც ბავშვის ბოთლის შერჩევა დიდი მნიშვნელობის მქონეა პატარას სწორი კვებისა და ჯანმრთელობისთვის.

ბოთლის მასალა

ბოთლები შესაძლებელია დამზადებული იყოს, როგორც შუშის, ისე პლასტმასისაგან. ასევე არსებობს უჟანგავი რკინის ბოთლებიც, თუმცა ისინი ნაკლებად არის გავრცელებული. თითოეულს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

შუშის ბოთლი:

შუშის ბოთლის დადებითი მხარეები

  • უფრო გამძლეა, ვიდრე პლასტმასის ბოთლი;
  • იტანს სტერილიზაციასა და მაღალ ტემპერატურას;
  • მარტივად ირეცხება.

შუშის ბოთლის უარყოფითი მხარეები

  • მნიშვნელოვნად მძიმეა, რის გამოც ბავშვისათვის ძნელია დამოუკიდებლად დაჭერა
  • შესაძლებელია გატყდეს

პლასტმასის ბოთლი:

პლასტმასის ბოთლები ყველაზე უფრო გავრცელებულია მსოფლიოში. არსებობს მოსაზრება, რომ პლასტმასის ბოთლი შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, თუმცა ეს ასე არ არის და პლასტმასის ბოთლები მიიჩნევა სრულიად უსაფრთხოდ.

პლასტმასის ბოთლის დადებითი მხარეები

  • გამძლეობა – ისინი არ ტყდება;
  • კომფორტი – მათი გამოყენება მაქსიმალურად კომფორტულია;
  • მცირე მასა – პლასტმასის ბოთლები უფრო მცირე მასის მქონეა;
  • ფასი – პლასტმასის ბოთლები ღირს უფრო იაფი.

პლასტმასის ბოთლის უარყოფითი მხარეები

  • ნაკლებად გამძლეა;
  • პლასტმასის ბოთლის არასწორმა რეცხვა შესაძლოა დააზიანოს ბოთლი და ავნოს ბავშვს;
  • დროთა განმავლობაში ბოთლის კედლები იცვლის ფერს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბოთლის გამოცვლა.