როგორ შევარჩიოთ ბავშვის ეტლი
ეტლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელემენტია იმ ნივთების სიაში, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ გჭირდებათ, მაგრამ ძნელია იმის გადაწყვეტა, თუ რომელია საუკეთესო.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ საქმეს გაგიადვილებთ და თქვენთვის იდეალური ეტლის პოვნაში დაგეხმარებათ:
ეტლის ფასი
ეს ის კომპონენტია, რომელიც ყველას აინტერესებს, ნებისმიერი რამის შეძენამდე. ამიტომ, პირველ რიგში, თქვენი ბიუჯეტიდან თანხა გამოყავით ამისთვის, დაგეგმეთ დაახლოებით რამდენს გადაიხდით ეტლში და ამ ფასის მიხედვით დაიწყეთ ძებნა.
წონა
ეტლის წონა, დაახლოებით 5-იდან 15გკ-მდე მერყეობს. ძირითად შემთხვევაში, მძიმე ეტლი უფრო გამძლეა, ძლიერი ბორბლები აქვს და მისი საფეხურებზე ან ტროტუარებზე აყვანით არ დაზიანდება. მართალია ძნელია ასეთი ეტლის ტარება, თუმცა ის მარტივად უძლებს მჭიდრო სივრცეებსა და საჯარო ტრანსპორტს.
რაც შეეხება მსუბუქ ეტლებს, მათი ტარება მარტივია, თუმცა მათ მხოლოდ სწორ და ასფალტიან გზებზე თუ ატარებთ, რადგან გამძლეობა ნაკლები აქვს.
კეცვის შესაძლებლობა
ზოგიერთი ეტლი მარტივად, ცალი ხელითაც კი, იკეცება, თუმცა დანარჩენი ამისთვის ბორბლების მოხსნას საჭიროებს. თუკი თქვენ ხშირად აპირებთ ეტლის მანქანით წაღებას, მაშინ უმჯობესია ისეთი შეარჩიოთ, რომელიც მარტივად იკეცება.
ეტლების ტიპები
ჩვილის ეტლი
თუკი ეტლი 6 თვემდე ჩვილისთვის გსურთ, ისეთი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მთლიანად იშლება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ან შეიძინეთ ისეთი ეტლი, რომელსაც მანქანის სავარძლადაც გამოიყენებთ.
მანქანის სავარძლის კომბო
იმის გათვალისწინებით, რომ ეტლების უმეტესობა ჩვილობის ასაკის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება, მშობლებში პოპულარული სავარძლიანი ეტლის შეძენაა, რათა შემდგომში ის ბავშვის უსაფრთხოებისთვის გამოიყენონ მანქანით გადაადგილებისას.
ამისთვის დაგჭირდებათ ისეთი სავარძლის შერჩევა, რომელიც თქვენი მანქანის სავარძელს კარგად დაემაგრება, რადგანაც ყველა სავარძელი განსხვავებული მოდელისთვისაა შექმნილი.
მსუბუქი და „ქოლგა“ ეტლები
მსუბუქი ეტლები სამგზავროდ მოსახერხებელია, თუმცა უხეშ გზებზე მათი დაზიანების შანსი დიდია, რადგან გამძლეობა არ აქვთ.
„ქოლგა“ ეტლები მსუბუქი ეტლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ქოლგასავით იკეცება და მათი სამოგზაუროდ წაღება ძალიან მოსახერხებელია.
სამოგზაურო ეტლები
თუ ხშირად მოგზაურობთ, სამოგზაურო ეტლი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. იგი მსუბუქია და საკმარისად პატარა ზომაზე იკეცება, იმისთვის, ტომ მისი წაღება ნებისმიერ ადგილას შეძლოთ.
ორმაგი ეტლები
მშობლებისთვის, რომლებსაც ტყუპები ჰყავთ ან მეორე შვილის ყოლას მალევე აპირებენ ყველაზე მოსახერხებელია ორმაგი ეტლები. მიუხედავად იმისა, რომ ის ცოტა ძვირია, უფრო გრძელ ვადებზეა გათვლილი და მომავალში თანხის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.
სასეირნო ეტლები
სასეირნო ეტლები უფრო ძნელად კეცვადია, ვიდრე ჩვეულებრივი, თუმცა თუკი თქვენ მორბენალი ხართ და სირბილთან ერთად ბავშვის გასეირნებაც გსურთ – ეს იდეალური ვარიანტია.
სასეირნო ეტლები გამოირჩევა მეტი სიმტკიცითა და გამძლეობით. მისი ბორბლები უხეშ ზედაპირსაც უძლებს და ტროტუარებიდან ჩამოგორებაც მარტივად შეუძლია.
ახლა ეტლის შერჩევა არც ისე ძნელია, ხომ ასეა? მთავარია კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი საჭიროებები და ამისთვის ბიუჯეტი გათვალოთ.