ბავშვის საფენები

ბავშვის საფენიბავშვის საფენები – როგორ ჩავაცვათ?

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა ჩავაცვათ ბავშვს საფენები სწრაფად და კომფორტულად.

ზოგადი რჩევები:

  • პატარა ბავშვები დღიურად მინიმუმ 5-10 საფენს საჭიროებენ, ამიტომაც მნიშვნელოვანია მოიმარაგოთ მინიმუმ 1 კვირის საფენების მარაგი;
  • შეიძინეთ საფენები დიდ შეფუთვაში, ამით დაზოგავთ საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას, თუმცა გაითვალისწინეთ ბავშვის ზრდის ტემპი და არ შეიძინოთ იმდენი საფენი, რომ შემდგომ ბავშვს არ ჩაეტიოს;
  • ზოგიერთ საფენს გააჩნია სისველის ინდიკატორი. ის ფერის შეცვლით გაგებინებთ თუ როდისაა საფენი შესაცვლელი, თუმცა ხშირად ეს ფუნქცია ნაკლებად ეფექტურად გამოიყენება პრაქტიკაში, ამიტომაც ასეთ საფენის შეძენისთვის ზედმეტ ფულს ნუ გადაიხდით;
  • საფენებზე მითითებულია რეკომენდირებული ზომა და წონა, თუმცა შესაძლოა ისინი არ შეესაბამებოდეს თქვენი ბავშვის მონაცემებს;
  • გარეთ ყოფნისას მნიშვნელოვანია გქონდეთ რამდენიმე გამოსაცვლელი საფენი;
  • ხშირად გამოუცვალეთ ბავშვს საფენები, ნუ დაზოგავთ საფენებს, ბავშვის კომფორტის ხარჯზე.

მოემზადეთ სათანადოდ, სანამ საფენს გამოუცვლით ბავშვს

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გქონდეთ განსაზღვრული კომფორტული და თბილი ადგილი, სადაც მოხდება ბავშვისთვის საფენის გამოცვლა (მაგიდა, სპეციალური დაფა, საწოლი).

მოამზადეთ გამოსაცვლელი საფენები, სველი ხელსახოცები და საჭიროებისამებრ ახალი ტანსაცმელი. ასევე მნიშვნელოვანია გქონდეთ სხვადასხვა კრემი, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვს კანი აქვს გამომწვარი ან ახასიათებს ალერგია.

განსაკუთრებით მოუსვენარი და მოძრავი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება, რათა ისინი არ გადმოვარდნენ საწოლიდან, მაგიდიდან ან სპეციალური გამოსაცვლელი დაფიდან.

>>

საფენის გამოცვლის პროცედურა

1. გაშალეთ სუფთა საფენი, მისი უკანა ნაწილი მოათავსეთ ბავშვის ქვეშ. საფენის ქამარი ბავშვის წელს უნდა სწვდებოდეს.

2. გახსენით უკვე გამოყენებული საფენის სამაგრები და გადაკეცეთ, რათა თქვენი შვილის კანს არ მიეკროს.

3. გადმოშალეთ გამოყენებული საფენის წინა მხარე.

4. თუ თქვენი პატარა კუჭში გავიდა გაწმინდეთ საფენის სუფთა ნაწილით ან სველი ხელსახოცებით.

5. გადაკეცეთ გამოყენებული საფენი შუაზე და დააწვინეთ მასზე ბავშვი. გადაკეცილი გამოყენებული საფენი უნდა მოხვდეს ბავშვის საჯდომსა და ახალი საფენის შუა.

6. გაასუფთავეთ ბავშვი სველი ხელსახოცით . თუ თქვენ გოგონა გყავთ გასუფთავება დაიწყეთ ზემოდან საჯდომის მიმართულებით, რათა ინფექცია არ შეიტანოთ მის სასქესო ორგანოებში.

7. გადააბრუნეთ, დარწმუნდით რომ პატარა კარგადაა გაწმენდილი.

8. მოიცადეთ ვიდრე პატარას კანი გაუშრება, შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ კრემი.

9. გამოაძვრეთ გამოყენებული საფენი, თუ თქვენ სწორად შეასრულეთ წინა პუნქტი, სუფთა საფენი ბავშვის საჯდომის ქვეშ მოექცევა.

10. გაასწორეთ ახალი საფენის წინა მხარე. ბიჭს სასქესო ორგანო ქვემოთ ჩაწიეთ, რათა საფენიდან არ ამოაფსას.

11. გაითვალისწინეთ, რომ ახალდაბადებულის მოუშუშებელი ჭიპი საფენით არ დაფაროთ.

12. შეამოწმეთ რამდენად კარგად ზის საფენი. დაამაგრეთ ქამრებით. გახსოვდეთ რომ საფენი ბავშვის ტანზე მიმდგარი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა უჭერდეს.

13. ჩააცვით პატარას და დასვით სათამაშოდ. გამოცვლილი საფენი გადააგდეთ. დაიბანეთ ხელები.

საფენის გამოცვლის სიხშირე

საფენების სწორად გამოცვლის შემდეგ განვიხილოთ, თუ რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ საფენები. საფენების დროულად და ხშირად ცვლა აუცილებელია, რადგან შარდი და განავალი შეიცავს ბაქტერიებს, რომელიც აღიზიანებს კანს.  ბავშს საფენი კვებამდე გამოუცვალეთ, ასევე ყოველი კუჭში გასვლისას.

ხშირად ბავშვები სველ საფენებზე წყნარად რეაგირებენ და არ იწყებენ ჭირვეულობას, ამან თქვენ არ უნდა დაგაბნიოთ. უმჯობესი იქნება თუ საფენებს ყოველ ორ საათში ერთხელ შეამოწმებთ.

რომელი საფენი ჯობია – ერთჯერადი თუ ნაჭრის?

ამ თემის ირგვლივ მუდმივი კამათი მიმდინარეობს. ნაჭრის საფენები იაფია, რადგან მრავალჯერადი გამოყენებისაა, თანაც უფრო ნაკლებად აღიზიანებს ბავშვის სათუთ კანს.

ნაჭრის საფენები ერთჯერადისგან განსხვავებით არ შეიცავს არადეგრადირებად ნივთიერებებს, რომლებიც ეკოლოგიას ზიანს აყენებს. მაგრამ მათი გამოყენება და მუდმივი დასუფთავება გარკვეულ დროს და რესურსებს მოითხოვს.

რა უკუჩვევა შეიძლება გამოიწვიოს საფენის გამოყენებამ?

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ საფენებმა შეიძლება ბავშვის კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ხშირია საუბარი ბიჭებზე საფენების ხმარების უარყოფით შედეგებზე, კერძოდ კი უნაყოფობაზე.

ამაზე საუბარი რთულია. ჩვილებს ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული სასქესო ორგანოები, მათ არ შეუძლიათ სპერმის გამომუშავება, მაგრამ მათი სასქესო ორგანოებში არის უჯრედები, რომლებიც მომავალში მათ გამომუშავებას დაიწყებენ. საფენებმა შეიძლება სასქესო ორგანოების გადახურება გამოიწვიოს, რაც თავის დროზე უშვილობას იწვევს. თუმცა ეს საკითხი დღემდე საკამათოა და ჯერ დადასტურებული არ არის.