ბავშვის ტირილი – რატომ ტირის ბავშვი – 10 მიზეზი Babyboo

რატომ ტირის ბავშვი? – 10 მიზეზი

როდესაც ჩვილ ბავშვებს რაიმე აწუხებთ, ისინი იწყებენ ტირილს, რადგანაც ამ დროს მათთვის ერთადერთი კომუნიკაციის გზა, სწორედ ეს არის. ჩვენ მოვიძიეთ 10 მიზეზი, რისთვისაც შეიძლება ბავშვი ტიროდეს და ამას თქვენც გაგიზიარებთ:

ბავშვს შია

შიმშილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რისთვისაც შესაძლოა თქვენმა პატარამ იტიროს.

პაწაწუნა მუცლის გამო, ისინი ვერ იღებენ საჭმლის იმდენ რაოდენობას, რამდენიც დიდ ხანს ეყოფათ, ამიტომაც, ასეთ დროს, მას შესთავაზეთ ცოტაოდენი რძე, მიუხედავად იმისა, გასულია თუ არა დიდი ხანი წინა კვებიდან.

დავიღალე

შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თქვენს პატარას ძილი ზედმეტი გადაღლილობისგანაც კი, გაუძნელდეს, ამიტომაც მისი ტირილის მიზეზი, შესაძლოა, ესეც გახდეს.

უბრალოდ მომწონს ტირილი!

თუ თქვენი პატარა 5 თვეზე ნაკლებისაა, ის შეიძლება სისტემატიურად ტიროდეს ნაშუადღევს ან საღამოს. ეს ნორმალურია, თუმცა თქვენთვის ძალიან სტრესული.

ეს შესაძლოა გაზებისგანაც იყოს გამოწვეული. ჩაეხუტეთ მას და დაარწიეთ, ან შექმენით „თეთრი ხმაური“, თუნდაც თმის საშრობის მეშვეობით – ამან შეიძლება გაჭრას და მან ტირილი შეწყვიტოს.

საფენის გამოცვლა მინდა

თქვენი პატარა შეიძლება აპროტესტებდეს სველ ან ჭუჭყიან საფენს. თუ მას ამით კანი გაუღიზიანდა, აუცილებლად შეგატყობინებთ ტირილით. ამიტომაც ყოველთვის გამოიყენეთ სპეციალური კრემი საფენის შიგნით და თუკი შესაძლებელი იქნება, ხანდახან უბრალოდ დაასვენეთ საფენისგან.

ჩახუტება მინდა

თქვენს შვილს უამრავი ჩახუტება და დაწყნარება სჭირდება, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. ხშირად აიყვანეთ ხელში, ჩაეხუტეთ და უმღერეთ.

ამობოყინება მინდა

თუ პატარა ტირილს ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას, ჭამის დროს, მუცელში ჰაერი დაუგროვდა და აწუხებს. დაუმასაჟეთ ან ნაზად დაუტყაპუნეთ ზურგზე და ის მალევე იგრძნობს შვებას.

მცხელა

ყურადრება მიაქციეთ, რომ ძალიან ბევრი არ ჩააცვათ თქვენს პატარას, რადგან, შესაძლოა, მას ძალიან დასცხეს. იმისთვის, რომ ის კომფორტულად იყოს, ტანსაცმლის ორი ფენაც საკმარისია.

ძალიან მცივა

თქვენს პატარას შესაძლოა სძულს საფენების გამოცვლა და ბანაობა იმის გამო, რომ ცივი ჰაერი მის კანს ეხება. ამიტომაც, უნდა ისწავლოთ საფენების სწრაფად გამოცვლა.

თავს კარგად არ ვგრძნობ

უფრთხილდით ცვლილებებს თქვენს პატარაში. თუ ის თავს ცუდად გრძნობს, სავარაუდოდ, მისი ტირილის ხმა და ტონი განსხვავებული იქნება, ჩვეულებრივისგან. ის შეიძლება იყოს უფრო სუსტი, სისტემატიური და მაღალი ტონალობის.

არავინ იცნობს თქვენს ბავშვს ისე, როგორც თქვენ, ამიტომაც, თუკი ამ ცვლილებებს შეამჩნევთ, უმჯობესია მიმართოთ პედიატრს.

ეს უკვე მეტისმეტია!

თუ თქვენმა პატარამ ზედმეტი ყურადღება და ჩახუტება მიიღო სტუმრებისგან, ის შეიძლება გახდეს ზედმეტად სტიმულირებული. წაიყვანეთ სადმე მშვიდ და წყნარ გარემოში, რათა შეძლოს დაწყნარება.

დაიმახსოვრეთ, თქვენი პატარა უმიზეზოდ არასდროს ტირის, შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ მისი ხასიათი და სწრაფად ამოიცნოთ გამომწვევი მიზეზები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *