რა არის ეპილაცია და დეპილაცია?
ამ სტატიაში განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეპილაცია და დეპილაცია.
არასასურველი თმისგან გათავისუფლება ბევრი ქალის პრობლემას წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
თმის მოცილების ორი მეთოდი არსებობს:
- დეპილაცია – თმის მექანიკური მოცილება, როდესაც თმის ფოლიკული არ ზიანდება.
- ეპილაცია, როდესაც ზემოქმედება ხდება თმის ბოლქვზე და თმის ფოლიკულზე, საიდანაც თმა იზრდება; შედეგად, პროცედურების სრული კურსის ჩატარების შემდეგ, თმა ქრება.
დეპილაციას მიეკუთვნება გაპარსვა, თმის ამოძრობა, ქიმიური დეპილატორები და ბიოეპილაცია. ყველა ეს დროებითი და ნაკლებეფექტური ღონისძიებებია – რამდენიმე დღეში თმა ისევ ამოდის, ამასთან უფრო აქტიურად.
რაც შეეხება ეპილაციას, ეს მეთოდი გაცილებით უფრო ეფექტურია და არასასურველი თმისაგან განთავისუფლება გაცილებით ხანგრძლივი დროით ხდება.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და მალამოები.
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ეპილაციის რამდენიმე მეთოდია ცნობილი:
- ელექტროეპილაცია,
- ლაზერული ეპილაციაა,
- ელოს-ეპილაცია,
- ფოტოეპილაცია.
თმის ზრდის ციკლი სამი ფაზისაგან შედგება. მათი ხანგრძლივობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ასაკზე და თმის ფოლიკულის ტიპზე. ეს ფაზებია:
- ანაგენი – თმის ზრდისა და პროდუცირების ფაზა;
- კატაგენი – შუალედური ფაზა, რომლის ბოლოს ფოლიკული იჭმუხნება და მოკლდება;
- ტელოგენი – დასვენების ფაზა; ამ პერიოდში თმა შესაძლოა თავისთავად ან მცირედი ზემოქმედებითაც მოძვრეს. თმა ძვრება მაშინ, როდესაც იმავე ფოლიკულიდან ზრდას იწყებს ახალი თმა.