მუხლის ტკივილი – როგორ მოვიქცეთ? წამალი

მუხლის ტკივილი

მუხლის ტკივილი – როგორ მოვიქცეთ?

მუხლის ტკივილიმუხლის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. ასეთ დროს, მთავარია სწორად მივაკვლიოთ ტკივილის გამომწვევ მიზეზს – ეს შეიძლება იყოს ტრავმა, ქრონიკული დაავადება ან ინფექცია.

ტკივილის სიმძლავრე მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ამასთან, შესაძლოა სხვა სიმპტომებიც აღგენიშნებოდეთ, მაგალითად: შესივება და ფეხის გაშეშება, სიწითლე და სიმხურვალე მტკივან ადგილას, სისუსტე და სხვა.

მუხლის ტკივილის მიზეზები

მუხლის ტკივილი და მისი თანმდევი სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით:

ტრავმული და მექანიკური დაზიანებები

მუხლის დაზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იოგებზე, მყესზე, ასევე ძვლებსა და ხრტილებზე, რომლებიც სახსარს ქმნიან.

ასეთი დაზიანებები ხშირია ადამიანებში, რომლებიც აქტიურად არიან ისეთი სპორტით დაკავებულები, რომელიც მოძრაობის მიმართულების სწრაფ შეცვლას საჭიროებს. მაგალითად: კალათბურთი, ფეხბურთი და ჩოგბურთი.

მექანიკური დაზიანება, რომელმაც შეიძლება მუხლის ტკივილი გამოიწვიოს მოიცავს ძვლებისა და ხრტილების პრობლემებსა და დაავადებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი სიარულის მანერაზე. ეს, თავის მხრივ, შეიძლება მუხლის ტკივილის მიზეზი გახდეს.

ართრიტი

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელს მსოფლიოში. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ცვდება ხრტილი, რომელსაც თქვენი ძვლების დამცავი ფუნქცია აქვს.

ოსტეოართრიტი აზიანებს ნებისმიერ სახსარს, თუმცა ის ყველაზე ხშირია მუხლების, ხელების, თეძოებისა და ხერხემლის მიდამოებში.

ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა შესაძლებელია, თუმცა ზიანი, რომელსაც ის თქვენს მუხლებს აყენებს – გამოუსწორებელია. ცხოვრების აქტიური წესი, წონის კონტროლი და სწორი მკურნალობა დაავადებას შეანელებს და ტკივილებს მოგიხსნით.

ოსტეოართრიტის სიმპტომები, როგორც წესი, დროსთან ერთად უარესდებიან, ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი
  • ფეხის გაშეშება
  • მგრძნობელობის მომატება
  • მოძრაობის სირთულე
  • ჭრაჭუნისა და ხრაშუნის მსგავსი ხმები, უსიამოვნო შეგრძნება მოძრაობის დროს
  • ძვლის წანაზარდები
  • შესივება

ვინ არის რისკ-ჯგუფში?

ოსტეოართრიტი ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგი რისკ-ფაქტორები ახასიათებთ:

  • ასაკი: ოსტეოართრიტის რისკი იზრდება ასაკთან ერთად.
  • სქესი: ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირია, თუმცა ამის მიზეზი ცნობილი არაა.
  • სიმსუქნე: ზედმეტი წონა დამატებითი სტრესია მუხლებისთვის, ამიტომ რაც უფრო მძიმეა ადამიანი – მით უფრო დიდია ოსტეოართრიტის რისკი.
  • სახსრის დაზიანება: ზემოთ აღწერილი ტრავმული და მექანიკური დაზიანებები ოსტეოართრიტის რისკს ზრდიან.
  • გენეტიკა: ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს ართრიტების მიმართ.
  • ძვლების დეფორმაცია: ადამიანები, რომლებიც ძვლებისა და ხრტილების პათოლოგიით იბადებიან, რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.
  • მეტაბოლური დაავადებები: დიაბეტი და სხვა მეტაბოლური დარღვევები ართრიტის რისკს ზრდიან.

ოსტეოართრიტის დიაგნოსტიკა

ექიმთან ვიზიტისას, ის, პირველ რიგში, დეტალურად გამოგკითხავთ თქვენი მდგომარეობის შესახებ. ექიმმა ყურადღებით უნდა დაათვალიეროს მტკივანი არე და შეამოწმოს ის მომატებულ მგრძნობელობაზე, შესივებაზე, სიწითლესა და მოძრაობის შეზღუდვაზე.

ამის შემდეგ, ექიმმა შესაძლოა რამდენიმე დამატებითი გამოკვლევა დაგინიშნოთ. ეს შეიძლება იყოს რენტგენი ან მაგნიტო-რეზონანსული გადაღება (MRI).

მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოართრიტის დასადგენად სისხლის ანალიზი არ ტარდება, ექიმმა შეიძლება მაინც მოითხოვოს ლაბორატორიული ტესტები სხვა დაავადებების გამოსარიცხად.

ზოგ შემთხვევაში საჭიროა მუხლის სახსრიდან სითხის აღება. ამ მასალით დგინდება არის თუ არა ანთებითი პროცესი და საჭიროებს თუ არა ეს დამატებით მკურნალობას.

 ოსტეოართრიტის მკურნალობა

ოსტეოართრიტი სრულად არ იკურნება, თუმცა სწორ მკურნალობას შეუძლია შეანელოს დაავადების მიმდინარეობა და გაგიმარტივოთ მოძრაობა.

  • მედიკამენტური მკურნალობა ოსტეოართრიტის დროს ძირითადად ტკივილის სამართავად გამოიყენება. ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფის წამლების გამოყენებას, თუ ტკივილი მსუბუქი ან საშუალო სიმძლავრისაა. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ ან ზედოზირებამ შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია დოზის ექიმთან შეთანხმება.
  • ფიზიკური და ოკუპაციური თერაპია ბევრ პაციენტს უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. თერაპევტი აგიხსნით როგორ გააძლიეროთ შესაბამისი კუნთები იმისათვის, რომ მუხლი ნაკლებად დაიტვირთოს და დისკომფორტიც შემსუბუქდეს.
  • ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია დაზიანებული სახსრის შეცვლა პლასტმასისა და მეტალის ნაწილებით. ისევე, როგორც ყველა სამედიცინო მანიპულაციას, ოპერაციას, რა თქმა უნდა, ახლავს გარკვეული რისკი – სხეულმა შესაძლოა არ მიიღოს უცხო სხეული ან განვითარდეს ინფექცია.
  • ოსტეოართრიტის მართვა შესაძლებელია ჰიალურონის მჟავის ინიექციებითაც. ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ჰიალურონის მჟავა სახსრებში მოქმედებს ამორტიზატორის სახით, იცავს სახსარს და ამცირებს ოსტეოართრიტთან ასოცირებულ ტკივილს.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი – ჰირუან უანი არის თანამედროვე ვისკოსუპლემენტარული სამკურნალო საშუალება მუხლის ოსტეოართრიტებთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლად. ეს არის სუფთა, უფერო და ბლანტი გელი, რომელიც შეიცავს 60მგ BDDE (1.4-ბუტანედიოლ დიგლიციდილის ეთერს)- ჯვარედინად დაკავშირებულ ნატრიუმის ჰიალურონატს 3 მლ მზა შპრიცში.

ჰირუან უანი არის ერთჯერად-დოზიანი საინექციო პრეპარატი და მისი ინიექცია უნდა მოხდეს ერთხელ ყოველ ჯერზე. რეკომენდებული დოზაა 3მლ მუხლის სახსარში შესაყვანად. ჰირუან უანის შეყვანა უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.