ნივთები სამშობიაროში – რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში?
დადგა ჟამი, თქვენ უკვე სამშობიაროსკენ მიემგზავრებით და იმედია ყველა საჭირო ნივთი წინასწარ გაქვთ გამზადებული, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში.
წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საორიენტაციო სიას, იმ ნივთებისა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ სამშობიარო სახლში.
ეს სია საორიენტაციო და რა თქმა უნდა შეიძლება კორექტირებას დაექვემდებაროს, ინდივიდუალური სამშობიარო სახლისა და ექიმ-კონსულტანტის მითითებით.
დედის ნივთები
1.ტანისამოსი:
- საცვლები (დიდი ზომის ტრადიციული ან ერთჯერადი საცვლები) – 6-10 ცალი;
- ხალათი
- ჩუსტები (ოთახის/აბაზანის);
- პერანგი – 2 ცალი;
- მეძუძურის ლიფი – 2-3 ცალი;
- თბილი წინდები – 2 წყვილი;
- ფეხზე ჩასაცმელი;
- სახლში წამოსასვლელი ტანსაცმელი;
2.პირადი ჰიგიენის ნივთები:
- კბილის ჯაგრისი და პასტა
- საპონი და სასაპნე
- სავარცხელი
- თმის სამაგრები
3.სხვა აუცილებელი ნივთები:
- გამოსაწველი აპარატი
- კრემი ძუძუს-თავებისთვის
- ბანდაჟი (წინასწარ შეუთანხმეთ ექიმს)
- საფენები: მკერდის საფენები / დიდი ზომის ჰიგიენური საფენები
- პირსახოცები აბაზანისა და პირისათვის
4. ტექნიკა და სხვა ნივთები:
- მობილური და დამტენი;
- საბუთები (პირადობის ნომერი ან პასპორტი, ქორწინების მოწმობა);
- ფოტოაპარატი;
- ბლოკნოტი / საწერი კალამი.
ნივთები ბავშვებისათვის
1.ტანსაცმელი:
- ბოდეები (8-10 ცალი);
- წინდები (4-6 წყვილი)
- ქუდი;
- ხელთათმანები;
- შარვალი (ფეხიანი);
- ზედა ტანისამოსი (უკან შესაკრავით)
- სახლში წარმოსვლისას ჩასაცმელი ტანსაცმელი.
2.სხვა აუცილებელი ნივთები
- მატყუარა
- ბოთლი
- პირსახოცი
- თბილი პლედი – რბილი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული