ორსულობა ასაკში – 30 ან 35 წლის ზემოთ
ორსულობა ასაკში შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
არსებობს მოსაზრება, თითქოს 30 წლის ზემოთ რთულება დაორსულება და მშობიარობა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს მთლად ასე არაა.
მართალია, 30 წლის ზემოთ იზრდება გართულებების ალბათობა, ხოლო დაორსულების შანსი გარკვეულწილად კლებულობს, თუმცა 30 წლის ჯანმრთელ ქალებს სანერვიულო არაფერი აქვთ.
რისკები უფრო იზრდება 35 წლის შემდგომ, ამ ასაკიდან მნიშვნელოვნად მატულობს ახალშობილის თანდაყოლილი გადახრები, ამიტომ, ჩასახვამდე ამ ასაკის ქალებისათვის რეკომენდებულია დამატებითი გენეტიკური გამოკვლევაც.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად იზრდება დაუნის სინდრომისა და ადრე მშობიარობის რისკები.