ოჯახი და კარიერა
ოჯახი და კარიერა ორი მნიშვნელოვანი სფერო, რომელთა შორის ბალანსის დაცვა ერთ-ერთი არსებითი საკითხია ნებისმიერი ადამიანისთვის.
ოჯახი თუ კარიერა? საკითხის ასე დაყენება არ არის სწორი. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია.
თქვენ უფრო იმაზე უნდა იფიქროთ, როგორ მოახდინოთ სწორი ბალანსი, რის შესახებაც გვსურს ამ სტატიაში ვისაუბროთ.
რა არის კარიერა?
კარიერა ეს არის თქვენთვის საინტერესო საქმის კეთება, რასაც მოყვება ფინანსური სარგებელი და არა სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ ფული მიიღოთ,
თქვენთვის საინტერესო საქმე არის ის საქმე, რომლის კეთებაც მოგწონთ, ცდილობთ განვითარდეთ, მიიღოთ სიახლეები, ხშირად აკეთებთ ხოლმე აღმოჩენებს და სულ იმაზე არ ფიქრობთ, თუ როდის დასრულდება სამუშაო პერიოდი.
დაუსვით საკუთარი თავს შეკითხვა, არის თქვენი სამუშაო საინტერესო თქვენთვის, თუ ამას მხოლოდ ხელფასის გამო აკეთებთ?
რა ვქნათ, როდესაც ოჯახს მეტი დრო სჭირდება?
არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ოჯახს სჭირდება მეტი დრო. (მშობიარობა, ოჯახის წევრის ავადმყოფობა და ა.შ)
ასეთ შემთხვევებში, თქვენ აუცილებლად უნდა დაუთმოთ ოჯახს მეტი დრო, თუმცა უარი არ უნდა თქვათ თქვენ საქმიანობაზე. ეს უნდა იყოს დროებითი პაუზა, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.