რა ვიცით ჩიყვის შესახებ ?

რა ვიცით ჩიყვის შესახებ ?

ჩიყვისფარისებრი ჯირყვალი პეპლის ფორმისაა და თქვენს კისერზე, ადამის ვაშლის ქვემოთ მდებარეობს.

მისი უჩვეულოდ გაფართოვების ფონზე თავს იჩენს დაავადება, რომელსაც ჩიყვს ვუწოდებთ.

როგორც წესი, ჩიყვი უმტკივნეულოა, თუმცა დიდი ზომის ჩიყვს შეუძლია გამოიწვიოს ხველა, გააძნელოს ყლაპვა და სუნთქვა.

მისი გამოწვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი იოდის ნაკლებობაა.

მკურნალობა დამოკიდებულია ჩიყვის ზომაზე, სიმპტომებზე და ძირითად მიზეზზე. მცირე ზომის ჩიყვი არც შესამჩნევია და არც პრობლემების გამომწვევი, ამიტომ, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას.

სიმპტომები

ყველანაირ ჩიყვს სიმპტომები არ გააჩნია, თუმცა თუკი გააჩნია, შემდეგია:

  • შესამჩნევი შეშუპება კისრის არეში;
  • შემოჭერილობის შეგრძნება ყელზე;
  • ხველა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სუნთქვის გაძნელება.

ამ დაავადების გავრცელება ბავშვებში ძალიან იშვიათია, იგი ძირითადად 40 წლის ზევით ვითარდება, თუმცა ყურადსაღებია სიმპტომები და რისკები, რათა იშვიათ შემთხვევებშიც ვიყოთ დაზღვეულები.

რიგი ფაქტორებიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფარისებრი ჯირყვლის გაფართოება, ყველაზე გავრცელებულია:

  • იოდის დეფიციტი – იოდინი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჰორმონების წარმოებისათვის, ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლში და ზღვის სანაპიროებზე მოიპოვება. შესაბამისად, იმ ადამიანებში, ვინც სანაპიროდან მოშორებით ან მაღალმთიან ადგილებში ცხოვრობს, ჩიყვის განვითარების შანსი მეტია.
  • გრეივსის დაავადება – თქვენი იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები შეცდომით აფერხებენ ფარისებრ ჯირკვალს და აიძულებენ ჭარბი თიროქსინის გამოყოფას. მისი ზედმეტი სტიმულირება იწვევს ჩიყვს;
  • ჰაშიმოტოს დაავადება – გრეივსის დაავადების მსგავსად, ჰაშიმოტოს დაავადება ავტოიმუნური აშლილობაა. მაგრამ ის არ იწვევს ფარისებრი ჯირყვლის მიერ ჭარბი ჰორმონების გამოყოფას, პირიქით, აზიანებს მას და ნაკლებს გამოყოფს. დაბალი ფორმონის დონით, თქვენი ფარისებრი ჯირყვალი გამოყოფს უფრო მეტ TSH-ს, რაც შემდგომში იწვევს ჩიყვს;
  • მრავალეროვანი ჩიყვი – ასეთ მდგომარეობაში, თქვენი ფარისებრი ჯირყვლის ორივე მხარეს ჩნდება რამდენიმე მყარი ან სითხით სავსე სხეულები, რომელსაც ნოდულები ეწოდება. რის შედეგადაც ჯირყვალი ფართოვდება;
  • განმარტოებული ფარისებრი ნოდულები – ამ შემთხვევაში, ერთი ნოდული განვითარდება ფარისებრი ჯირყვლის მხოლოდ ერთ მხარეს. ნოდულების უმეტესობა ზრდადი არ არის და არც კიბოს გამოიწვევს;
  • ფარისებრი ჯირყვლის სიმსივნე – ფარისებრი ჯირყვლის ავთვისებიანი სიმსივნე ბევრად უფრო იშვიათად გავრცელებულია, ვიდრე კეთილთვისებიანი.
  • ფეხმძიმობა – ორსულობის დროს წარმოქმნილმა ჰორმონმა, გონადოტროპინმა (HCG), შეიძლება, გამოიწვიოს ფარისებრი ჯირყვლის გადიდება;
  • ანთება – ფარისებრი ჯირყვლის ანთებითმა მდგომარეობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისი ტკივილი და შეშუპება.

რისკ ფაქტორები

ჩიყვმა გავლენა, შესაძლოა, ყველაზე იქონიოს. ის შესაძლოა დაბადებიდანვე თანდაყოლილი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში იჩინოს თავი.

ყველაზე გავრცელებული ფაქტორები, რომელიც ჩიყვზე მოქმედებს:

  • იოდის ნაკლებობა;
  • მდედრობით სქესად დაბადება;
  • თქვენი ასაკი (ძირითადად, 40 წელს ზევით);
  • სამედიცინო ისტორია (გენეტიკა);
  • ფეხმძიმობა და მენოპაუზა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (განსაკუთრებით გულის);
  • რადიაციული გამოსხივება.

სხვა სიმპტომები, რომელიც ჩიყვმა შეიძლება გამოიწვიოს არის დაღლილობა, წონაში მომატება, ან კლება, გაღიზიანება და ძილის პრობლემები.

მსგავსი სტატია: ჩიყვი და ორსულობა – რა უნდა ვიცოდეთ?