როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი?
საბავშვო ბაღი არის პირველი მიკრო გარემო, სადაც ბავშვი აქტიურად იწყებს ურთიერთობას სოციუმთან, ამიტომაც მისი სწორად შერჩევა განაპირობებს თქვენი ბავშვის სწორ განვითარებას, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური კუთხით.
გარდა ამისა, საბავშვო ბაღის არჩევისას, ასევე უნდა იხელმძღვანელოთ სხვა პრაქტიკური ფაქტორებითაც, როგორიცაა მისი ადგილმდებარეობა, რეპუტაცია, გადასახადი და ა.შ.
ამ სტატიაში გვინდა განვსაზღვროთ ის ძირითადი საკითხები, რომელთა საფუძველზეც საბავშო ბაღის შერჩევა უფრო გაგიადვილდებათ:
- სასწავლო პროგრამა – ზოგიერთ ბაღს გააჩნია ჩამოყალიბებული სასწავლო პროგრამა, რომელსაც საკმაოდ ეფექტურად ახორციელებენ, მათ შორის ბავშვი ეუფლება უცხო ენებს, წერა-კითხვას, გეოგრაფიას და ა.შ., თუმცა არის საბავშვო ბაღები, რომლებიც ამ საკითხს საერთოდ არ ან ვერ აქცევენ ყურადღებას.
- საკვები – კვება არსებითი საკითხია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად იცოდეთ, რამდენჯერ და რას მიირთმევს თქვენი პატარა.
- ადგილმდებარეობა – საბავშვო ბაღის ადგილმდებარეობა არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი.
- სამუშაო საათები – ზოგიერთი მშობლისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო საათების ცოდნა, რომელი საათიდან შეიძლება ბავშვის მიყვანა და წამოყვანა.
- გადასახადი / ანგარიშსწორების ფორმა – საჭიროა ზუსტად იცოდეთ, როგორც ანგარიშსწორების ოდენობა (თვიური, სემესტრული, წლიური), ასევე ანგარიშსწორების ფორმა (წინასწარ გადახდა, ყოველთვიური გადახდა და ა.შ).
- სხვა ხარჯები – გაარკვიეთ არის თუ არა რაიმე სხვა, მათ შორის ფარული ხარჯები. (მაგალითად, კვების ხარჯი შესაძლოა ცალკე იყოს გამოყოფილი)
ყველაზე კარგი კრიტერიუმი მაინც ბავშვის შეფასებაა, ამიტომაც ყურადღებით ადევნეთ თვალი, თუ რამდენად მოსწონს მას თქვენ მიერ არჩეულ საბავშო ბაღში სიარული.