საბავშვო ბაღების როლი ბავშვის განვითარებისთვის

საბავშვო ბაღების როლი ბავშვის განვითარებისთვის

საბავშვო ბაღების როლი საკმაოდ დიდია ბავშვის განვითარებისთვის, ბაღი საშუალებას აძლევს ბავშვებს მომზადებულები შეხვდნენ სამომავლო ნაბიჯებს.

მშობელთა ნაწილს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ისინი ხშირად ყოყმანობენ ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანასას, ძნელია საუკეთესო არჩევანის გაკეთება, საერთოდ მიიყვანოთ თუ არა ბავშვი ბაღში.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ საბავშვო ბაღების როლზე ბავშვის განვითარებისთვის და შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ბაღი აუცილებელია თქვენი პატარის განვითარებისთვის.

რატომ უნდა მივიყვანოთ საბავშვო ბაღში ბავშვები?

საბავშვო ბაღი ეხმარება ბავშვებს სოციალური, ემოციური და საგანმანათლებლო უნარების განვითარებაში. საბავშვო ბაღი ასწავლის ბავშვს საკუთარი გრძნობების აღქმაში: სმენით, ხედვით და შეხებით.

მაგალითად, ბავშვი შეხების საფუძველზე სწავლობს საგნის ფორმასა თუ ზომას, სმენით სწავლობს მოსმენის კულტურას, ხოლო ხედვით ბავშვი სწავლობს საგნების აღქმას.

ამას გარდა, ბავშვები საბავშვო ბაღში უამრავი სახის აქტივობებში ერთვებიან. ისინი სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, თამაშს, საკუთარი თავის გამოხატვასა და კომუნიკაციაში ჩართულობას.

როგორ ეხმარება საბავშვო ბაღი თქვენს ბავშვს განვითარებაში?

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორი ბაღის შერჩევა. ბაღის პროგრამა უნდა იყოს სწავლაზე ორიენტირებული და მოიცავდეს გასართობ აქტივობებს. იდეალური საბავშვო ბაღი დაეხმრება ბავშვს შეიძინოს შემდგომი უნარები:

  • ისწვალოს მოქმედება და ურთიერთობა თანატოლებთან;
  • ჰქონდეს გაცნობიერებული თანმდევი პროცესები;
  • ისწავლოს სხვების პატივისცემა და მათი აზრის გაზიარება;
  • განავითაროს ენობრივი, კითხვითი და რაოდენობითი უნარები;
  • შეიძინოს მეგობრები;
  • ადვილად გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს;
  • გაიუმჯობესოს საკომუნიკაციო უნარები;
  • გამოხატოს საკუთარი თავი ხატვით თუ ცეკვით;
  • განავითაროს აკადემიური უნარები: კითხვა, წერა და დათვლა;