საზაფხულო ალერგია

საზაფხულო ალერგია

ალერგიულ რეაქციას, რომელიც რომელიმე კონკრეტულ სეზონზე იჩენს თავს, სეზონურ ალერგიას უწოდებენ. წელიწადის სხვადასხვა დროს, ალერგიის მიზეზი განსხვავებულია, თუმცა ადამიანების უმეტესობისთვის, ამ მხრივ, შედარებით მშვიდია შემოდგომა და ზამთარი. მდგომარეობა გაზაფხულის დადგომასთან ერთად უარესდება და პიკს ზაფხულში აღწევს.

ყველაზე ხშირად ზაფხულის სეზონის ალერგიის მიზეზი ხდება მზე და ზაფხულის პერიოდში მოყვავილე მცენარის მტვერი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ალერგიის სავარაუდო გამწვავების პერიოდში?

თუ თქვენ უკვე იცით, რომ კონკრეტულ სეზონზე თქვენი სიმპტომები მწვავდებიან, სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო თერაპია დაიწყოს ასეთი პერიოდის დადგომამდე 2 კვირით ადრე. ამისათვის:

  • მოერიდეთ გარეთ სიარულს მშრალ, ქარიან, ცხელ ამინდში, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია.
  • ქარიან ამინდში დახურეთ სახლის და მანქანის ფანჯრები.
  • გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირი და იატაკი სველი წესით
  • გამოირეცხეთ ცხვირი ზღვის მარილის შემცველი ხსნარებით

როგორ ვებრძოლოთ სეზონური ალერგიის სიმპტომებს?

ალერგიული სიმპტომატიკის წარმოჩენის შემთხვევაში სასურველია საოჯახო აფთიაქში უკვე მზად გქონდეთ ანტიჰისტამინური საშუალებები ტაბლეტებისა და სპრეების სახით.  

ყელ-ყურ-ცხვირის ექიმების, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით საკმაოდ მნიშვნელოვანია ცხვირ -ხახის ჰიგიენის დაცვა, ცხვირის ღრუს გამორეცხვა და სანაცია, რადგან ცხვირ-ხახა ინფიცირების ერთ – ერთი პირველი ჭიშკარია.

ცხვირის ღრუს პროფილაქტიკური გამორეცხვისთვის საუკეთესო საშუალება არის ზღვის წყალი.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ზღვის წყალში აღმოჩენილია 72 ქიმიური ელემენტი (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ჟანგბადი, ცინკი, იოდი, ქლორი, ბრომი, ფტორი, გოგირდი, თუთია, ნატრიუმი, სილიციუმი და ა.შ).

ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც ცხვირის გამორეცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აქვალორია – ზღვის წყალი, რომელიც ჩამორეცხავს ბაქტერიებს, ვირუსებს, ალერგენებს.

  • ზღვის წყალი აუმჯობესებს ცხვირის ლორწოვანის მოციმციმე ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში და ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს;
  • ზღვის წყალი ეწინააღმდეგება ცხვირის ლორწოვანის სიმშრალეს;
  • გააჩნია უნიკალური სამკურნალო და საპროფილაქტიკო თვისებები.
  • არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენება!

აქვალორის ზღვის წყალი მიიღება მონ – სან – მიშელის ყურედან – საფრანგეთის სიახლოვეს. ზღვის ტალღის ძლიერი მოქცევის გამო, წყალი ხასიათდება სისუფთავითა და ჟანგბადის მაღალი შემცველობით, რაც აძლიერებს აქვალორის სამკურნალო თვისებებს.

თუ ალერგენების ზემოქმედების შედეგად თქვენ გაწუხებთ ცემინება, წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან ან ცრემლდენა, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება დაგჭირდებათ.

სნუპი სწორედ ასეთი პრეპარატია, რომელიც ხსნის ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას, აადვილებს სუნთქვას და ხსნის ალერგენის ზემოქმედებით განპირობებულ სიმპტომებს

ხშირად, ალერგიის შედეგად პრობლემები კანზეც ჩნდება, ცხელ ამინდებს ხშირად თან სდევს ისეთი პრობლემები როგორებიცაა:  მზის სხივებით გამოწვეული ალერგია, მზით დამწვრობა (I ხარისხის), სხვადასხვა მცენარესთან შეხებით გამოწვეული ალერგია, მწერების ნაკბენები რაც კანზე აისახება სიწითლით, შეშუპებით, ქავილით.

ამიტომ, ისეთი პრეპარატი, როგორიცაა ფსილო ბალზამი – ზაფხულის საოჯახო აფთიაქის აუცილებელი კომპონენტია. ფსილო ბალზამის გელი არის ალერგიის საწინააღმდეგო , H1 რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება, რომელიც სწრაფად ხსნის ალერგიის სიმპტომებს კანზე: ქავილს, სიწითლეს, შეშუპებას.

 

სეზონური ალერგია ყოველწლიურად უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. თქვენს პირად, ან ოჯახის ექიმთან კონსულტაცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ კონკრეტულად რომელი ალერგენი იწვევს თქვენს სიმპტომებს. ზუსტი დიაგნოზის ცოდნა საშუალებას მოგცემთ უფრო სწორად დაგეგმოთ მკურნალობის პროცესი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *