საკვებზე ალერგიის ნიშნები

საკვებზე ალერგიის ნიშნები

საკვებზე ალერგიის ნიშნებითუ პატარა ხელოვნურ საკვებზე ალერგიულია, უმეტესად იმას ნიშნავს, რომ მას ძროხის რძის პროტეინის მიმართ აქვს აუტანლობა და სავარაუდოდ ის ასევე სოიოს რძის პროტეინზეც ალერგიული იქნება. 

თუ პატარას საკვებზე აქვს ალერგია ამას შემდეგი ნიშნებით მიხვდებით:

  • გამონაყარი – როგორც წვრილი, ისე „დაფოთვლა“ ანუ დიდი ზომის, ამობურცული ნაყარი;
  • ღებინება;
  • ეკზემა – გამომშრალი, აქერცლილი კანი განსაკუტრებით შუბილს მიდამოებში;

არსებობს საკვების აუტანლობის სხვა ნიშნებიც, მაგალითად დააკვირდით ბავშვს უშუალოდ ჭამის შემდეგ, თუ მას ძლიერი დისკომფორტი აქვს, ხასიათი უფუჭდება, უგროვდება გაზები და კოლიკები.

ასევე დააკვირდით ბავშვის განავალს და კუჭში გასვლის სიხშირეს, ნორმიდან საგრძნობი გადახრა მიანიშნებს საკვების აუტანლობას. ალერგიულობის შემცირებისა და ბავშვის უვნებელი კვების საუკეთესო საშუალება დედის რძეა, ამიტომაც მაქსიმალურად და ყველა ხერხით ეცადეთ რომ 6 თვემდე პატარებს მხოლოდ ბუნებრივი საკვები, დედის რძე მისცეთ.

მსგავსი სტატია: ბავშვის ალერგია – რა უნდა ვიცოდეთ? 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *