სექსი ორსულობის დროს – უსაფრთხოა თუ არა სექსი ორსულობის დროს?
ორსულთა უმეტესობას აინტერესბს, რამდენად უსაფრთხოა სექსი ორსულობის დროს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ორსულობის დროს სექსი უსაფრთხოა, თუ არ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც იწვევს გართულებებს:
- სექსუალური დაავადებების მქონე პარტნიორი (ქლამიდიოზი, სიფილისი და ა.შ);
- საშვილოსნოს ყელის დაავადებები;
- საეჭვო სისხლდენა ან გამონადენი;
- ტკივილები მუცლის არეში;
- რამდენიმე ნაყოფის არსებობა;
- წარსული ორსულობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
ნებისმიერი ასეთი გართულების არსებობისას, გირჩევთ თავი შეიკავოთ სექსუალური ურთიერთობისგან და გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
მშობიარობის დაჩქარება
ბევრს ჰგონია, რომ ორსულობისას სექსის შემთხვევაში შესაძლოა დაჩქარდეს ორსულობა.
გვინდა გითხრათ რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ თქვენი ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და არ არსეობობს სხვა ხელის შემშლელი გარე ფაქტორები.
სექსის სურვილი ორსულობისას
როგორც წესი, განსაკუთრებული სურვილი შესაძლოა წარმოიშვას მე-2 ტრიმესტრიდან, თუმცა მაინც ინდივიდუალური ეს საკითხი და დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე.
სექსის პოზები ორსულობისას
ბუნებრივი გარემოებების გამო, არსებობს გარკვეული პოზები, რომლებიც უფრო კომფორტულია.
რა თქმა უნდა, თქვენი სექსუალური აქტი ვეღარ იქნება ისეთი მოქნილი და ცეცხლოვანი, როგორც უწინ, თუმცა სწორი პოზების არჩევის შემთხვევაში, დისკომფორტს ამ კუთხით არ იგრძნობთ.