უძილობა ბავშვებში – მიზეზები და დაძლევის გზები
უძილობა ბავშვებში ძალიან ხშირია. ამ პრობლემების თავიდან აცილება, პირველი 6 თვის განმავლობაში უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით.
ქვემოთ მოგიყვებით გზებზე, რომელიც ახალშობილის ძილის რეგულირებაში დაგეხმარებათ:
- ჩააწვინეთ ბავშვი თავის საწოლში, როდესაც შეატყობთ, რომ მოეძინა;
- შეუქმენით კომფორტი მას ყოველი წამოტირებისას და ეცადეთ იყოთ ახლოს;
- შეამცირეთ ძილის პერიოდი დღის განმავლობაში 3 საათამდე;
- შეინარჩუნეთ კვების ინტერვალები 2-4 საათამდე;
- შუაღამისას ნუ გამოკვებავთ ბევრს;
- ნუ დაიწვენთ ახალშობილს თქვენს საწოლში.
იმისთვის, რომ გააგრძელოთ თქვენი პატარას ძილის მოწესრიგება, 2-3 თვიდან მას უკვე ცალკე ოთახში უნდა ეძინოს, საკუთარ ლოგინში.
6 თვის ასაკიდან კი, საერთოდ უნდა გადააჩვიოთ ღამით კვებას. ბავშვთა უმეტესი ნაწილი 4-6 თვის ასაკიდან ღამით კვებას აღარ საჭიროებს.
თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი პატარას ძილის ჩვევები ნებისმიერ ასაკში. კარგი ძილის ჰიგიენის დამყარების გასაღებები – რუტინულობა და თანმიმდევრულობაა.
ბავშვს სჭირდება საკუთარი საწოლი, რათა შუაღამისას თქვენი დახმარების გარეშე შეიბრუნოს ძილი. 4-6 თვის ასაკიდან ბავშვი მღვიძარე უნდა ჩააწვინოთ საწოლში, რათა თავად მიეჩვიოს დაძინებას.
კარგი ძილისწინა რუტინა ბავშვს დაეხმარება, რომ თავადაც გააანალიზოს დაძინების წინ რა პროცედურებია საჭირო, მიეჩვიოს მათ შესრულებას და შეიქმნას რეჟიმი.
მართალია უძილობა ბავშვებში სერიოზული პრობლემაც შეიძლება გახდეს, თუმცა თუ კარგად დაფიქრდებით, ამ ყველაფრის შესრულება არც ისე რთულია მშობელისთვის, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი შვილის კეთილდღეობაა. თავიდან შესაძლოა გაგიძნლდეთ, მაგრამ, როგორც კი, ამას ყოველდღიური სახე მიეცემა, ყველაფერი თანდათან გაიოლდება და დალაგდება.