ფოტოსესია ბავშვებისთვის – დაბადების დღის გადაღება

ფოტოსესია ბავშვებისთვის

საბავშვო ფოტო სტუდიაფოტოგრაფია ხელოვნების ის დარგია, რომელსაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მარადიულად ქცევა შეუძლია. განსაკუთრებით ამაღელვებელი და მოთხოვნადია ფოტოსესია ბავშვებისთვის.

როდესაც ჩვენ საკუთარი ღრმა ბავშვობის სურათებს ვნახულობთ დადებითი ემოციებით და ბედნიერებით ვივსებით, რადგან შეგვიძლია აღვიდგინოთ ჩვენი გონების მეხსიერების მივიწყებული ძაფები.

თქვენც შეგიძლიათ პატარების დაუვიწყარი მოგონებები კადრებზე აღბეჭდოთ, მაგალითად დაბადების დღის ფოტოსესიის მეშვეობით.

საბავშვო ფოტოსესია უზრუნველყოფს თქვენი ბავშვების ნათელი დღეების დაფიქსირებას და მომავლისთვის შენახვას.

რატომ საბავშო ფოტო სტუდია?

ფოტოსესია ბავშვებისთვისიმის ფონზე, რომ ფოტოგრაფიის პროფესია დღეს საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, მრავალფეროვანი ფოტო სტუდიები მომსახურების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს.

სოციალურ ქსელსა თუ სხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ხშირად შეხვდებით რეკლამებს დაბადების დღის ფოტოსესიის შესახებ.

რადგან თქვენი შვილები საუკეთესოს იმსახურებენ, ბუნებრივია, არჩევანს გულდასმით და დაკვირვებით გააკეთებთ.

ბავშვებისთვის დღესასწაულებს შორის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული მათი დაბადების დღეებია.

ამ სტატიაში მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი გემოვნების და მოთხოვნილების შესაბამისი ფოტომომსახურება აირჩიოთ.

როგორ ავარჩიოთ გადასაღები სტუდია?

გარემო, დეკორაცია, სამოსი და  რეკვიზიტები ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომელიც ფოტო სტუდიას უნდა ახასიათებდეს.

ვიზუალური მხარე თქვენს ყურადღებას სწრაფად მიიქცევს.

ფერები, ნივთები, გადაღების რაკურსი და ფოტოგრაფის ხედვა ის ფაქტორებია, რომელიც უნდა გაითვალისიწნოთ თქვენთვის სასურველი ფოტოგრაფის შერჩევის დროს.

იფიქრეთ თქვენს პატარაზე, მის ხასიათსა და განწყობაზე. შესაძლებელია, მკვეთრმა, კაშკაშა ფერებმა მასზე უარყოფითად იმოქმედოს, ან პირიქით.

თუ თქვენ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხართ, გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდებათ.

თბილისში ფოტოსტუდიების რაოდენობა საშუალებას გაძლევთ არჩევანი თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისიწნებითაც გააკეთოთ.

ხშირად ფოტოსესია ფასდაკლებით საკმაოდ ოპტიმალურ შემოთავაზებებს გთავაზობთ.

სტატისტიკურად, სტუდიურ მომსახურებაში მონაწილეობა 4 წევრს შეუძლია. გიღებენ საშუალოდ 100 ფოტოს და რამდენიმე მათგანს პროფესიონალურად ამუშავებენ. ფოტოსესიის ხანგრძლივობა 1-2 საათია.

ეს საკმაოდ ნორმალური დროა, რათა თქვენი პატარებისთვის პროცესი მოსაწყენი არ გახდეს.

ფოტო სტუდიის გარდა, შეგიძლიათ ფოტოგრაფის მომსახურება თქვენთვის სასურველ ადგილზეც მიიღოთ. ამ შემთხვევაში დამატებითი თანხის გადახდა დაგჭირდებათ.

არ დაგავიწყდეთ განწყობა, რომელიც  უნდა იგრძნოს თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა ფოტოსესიის დროს.

გაჩერებული კადრის მიუხედავად, სურათს ემოციების გადმოცემა კარგად შეუძლია.

მსგავსი სერვისი: პროდუქციის ფოტოების გადაღება