ჩვილის დაბანა – რა უნდა ვიცოდეთ?
ჭიპლარის შეხორცების შემდეგ, თქვენი ბავშვი მზად არის დასაბანად.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ჩვილის დაბანა / დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როდის უნდა დაბანოთ ჩვილი?
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აბანავოთ თქვენი პატარა, თუმცა ერთიდაიგივე დროის მონაკვეთში დაბანა, დღის კარგი რითმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ბანაობა საღამო ხანებში დღის დასასრულის კარგი აღნიმშვნელია, ხოლო დილის ბანაობა განაპირობებს უფრო მშვიდ და მყუდრო დღის ძილს.
გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
- პატარა ბავშვი შეგიძლიათ აბანაოთ, როგორც ხელსაბანში (თუ იგი იძლევა საშუალებას) ან საბავშვო აბაზანაში;
- ყოველდღიური ბანაობა არ არის აუცილებელი;
- თუ ბავშვი მშიერია, ჯერ აუცილებლად აჭამეთ, სანამ დაბანთ.
რა გჭირდებათ ჩვილის დაბანისას?
ორგანიზებულობა მნიშვნელოვანია, მოაგროვეთ და ეფექტურად განათავსეთ ყველა ის ნივთი, რაც თქვენი პატარის დაბანისთვის არის აუცილებელი.
ნივთების ჩამონათვალი:
- ორი სუფთა პირსახოცი,
- ბავშვის შამპუნი;
- ბავშვის კრემები;
- თხევადი საპონი;
- სუფთა პამპერსი;
- ახალი ტანსაცმელი.
წყლის ტემპერატურა
ახალშობილის კანი უფრო სენსიტიურია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის, ამიტომაც წყალი, რომელიც თქვენთვის კომფორტულია, შესაძლოა ახალშობილისთვის ძალიან ცხელი იყოს.
ჩვენი რეკომენდაციაა, წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსის ფარგლებში ამყოფოთ.
სანამ დაიწყებთ დაბანას, შეამოწმებთ როგორ რეაგირებს წყალზე თავად ბავშვი, ხომ არ არის წყალი ძალიან ცხელი მისთვის.
წყლის რაოდენობა
ჩვილის ეფექტურად დასაბანად, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 5 სანტიმეტრის მოცულობის თბილი წყალი. ადრეული ბანაობა არ უნდა იყოს მასშტაბური და დამღლელი, თუმცა არც ზედაპირული.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
- პამპერსით დაფარული ადგილები;
- თითებს შორისი ადგილები;
- ნაკეცები;
- თვალები და ყურები;
- გენიტალიები.
თმების მოვლა
ახალშობილის თავისქალა სათუთია, ამიტომაც ფრთხილად მოეპყარით მას. მნიშვნელოვანია თავი იყოს სუფთა, თუმცა ყოველდღიურად თავის დაბანა არ არის აუცილებელი, კვირაში 2-ჯერ საკმარისი იქნება.
სიხშირე
ჩვილი ბავშვის შემთხვევაში, კვირაში 2-3 ჯერ ბანაობა არის საკმარისი, იმ შემთხვევაში, თუ რეგულალურად მოახდენთ მისი ხელების, თვალების და სხვა მნიშვნელოვანი ადგილების წმენდას.
დაბანის დრო
თუ ჩვილ ბავშვს დაბანთ საღამოსკენ, იგი უკეთ იძინებს ღამე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვებამდე ხდება დაბანა.
არ შეგეშინდეთ, თუ ბავშვი ტირის პირველი ბანაობების დროს, ეს ნორმალურია.
საბანაო ოთახის ტემპერატურა მნიშვნელოვანია იყოს თბილი, წყალი კომფორტული, მოეფერეთ და უმღერეთ პატარას და იგი მალე შეიყვარებს ბანაობის პროცესს.