წონაში კლების მოტივაცია

წონაში კლების მოტივაცია

Everybody is different, and every body is different

ცნობილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს აწუხებს წონის პრობლემა და შესაბამისად მილიონობით ადამიანი ყოველდღე დიდ ძალისხმევას ახმარს ან არაჯანსაღად კვებას ან წონაში დაკლებასა და ფორმაში ჩადგომას. მეორე ძალისხმევა უფრო დასაფასებელია და სწორედ მას სჭირდება ხელის შეწყობა და  მოტივაციის სასუქის მოყრა.

იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა სწორად მივმართოთ ჩვენი მიზნისკენ მოტივაციაა საჭირო ( ძალისხმევა + მოტივაცია = მიზანს).

განვიხილოთ რამდენიმე გზა, თუ როგორ უნდა აიმაღლოთ მოტივაცია წონის კლებისას.

1. ჰკითხეთ საკუთარ თავს თუ რატომ გინდათ წონაში დაკლება.

ჩამოწერეთ ყველა მიზეზი რატომაც გადაწყვიტეთ წონაში დაკლება. ეცადეთ წაიკითხოთ ეს მიზეზები ყოველდღე და აქციოთ ეს სია თქვენს „მაღვიძარად“ მაშინ, როდესაც მიზანზე ორიენტირება გაგიჭირდებათ.

2. გქონდეთ რეალური მოლოდინები!

მიუღწეველი, არარეალური მიზნის დასახვა შეიძლება გახდეს თქვენი თვითშეფასების დაქვეითების და მიზანზე ხელის ჩაქნევის მიზეზი. ამიტომ თქვენი მიზნის მისაღწევად რეალური და ობიექტური მარშრუტი უნდა აირჩიოთ „სწორი იმედებით“.

     კარგი ამბავი

  • ნუ შეგეშინდებათ, რაც უფრო ნელა იკლებთ წონაში, მით უკეთ ახერხებთ მიღწეული მიზნის შემდეგ წონის შენარჩუნებას.
  • წონის 5-10%-ის დაკარგვისასაც კი საგრძნობლად უმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა: უმჯობესდება სისხლში შაქრის შემცველობა, მცირდება გულის დაავადებათა რისკი, იკლებს ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაცია , ნაკლებია სახრების ტკივილი და ავთვისებიაი პროცესის განვითარების რისკი.                                                                                                                                                                                                                                                           

3. ფოკუსირდით კლების პროცესზე და არა სამიზნე წონაზე!

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ფოკუსირდებოდნენ კლების პროცესზე და დიდი მიზნის მისაღწევად პატარა მიზნებს ისახავდნენ ეტაპობრივად, უკეთ იკლებდნენ წონაში, ვიდრე ქალები, რომლებიც ყურადღებას მხოლოდ სამიზნე წონაზე ამახვილებდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ ციფრებზე.

თქვენ უნდა დაისახოთ SMART მიზნები:

  • Specific (სპეციფიკური)
  • Measurable (გაზომვადი)
  • Achievable (მიღწევადი)
  • Realistic (რეალური)
  • Time-based (დროზე დაფუძნებული)

4. აირჩიეთ გეგმა, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს შეესაბამება.

უმჯობესია აირჩიოთ ისეთი კვების გეგმა, რომელსაც შეძლებთ  მისდიოთ დიდი ხნის განმავლობაში. მოკლევადიანი მკაცრი დიეტები, რომლებიც რაციონიდან ზოგიერთი საკვების სრულად ამოღებას გულისხმობს  ან დამყარებულია პრინციპზე „ყველაფერი ან არაფერი“, ხშირად მომავალში წონის ინტენსიური მატების წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, რომლის საფუძველი უნდა იყოს:

  • კალორიების შემცირება
  • საკვების პორციების შემცირება
  • ცხიმიანი საკვებისა და ტკბილეულის მიღების შემცირება
  • ხილისა და ბოსტნეულის შეტანა რაციონში.
  • წყლის მიღება ყოველდღიურად.

   

 

 

5. აარმოეთ წონაში კლების დღიური.

საკუთარი თავისა და მიღწევების კონტროლი წონაში კლებისას ძალიან    მნიშვნელოვანია. შექმენით დღიური, გამოიყენეთ აპლიკაცია (MyFitnessPal, Lose It, FatSecret, Cron-o-meter, SparkPeople…) ან ვებ-საიტი და ყოველდღიურად ჩაიწერეთ:

  •  რა საკვები და რა რაოდენობით მიირთვით.
  •  მიღებული წყლის რაოდენობა
  •  დაგეგმილი და შესრულებული ფიზიკური აქტივობები.
  •  ჩანაწერები თქვენი ემოციების შესახებ.

6. აღნიშნეთ თქვენი ყოველი წარმატება.

აღნიშნეთ ცვლილებები თქვენი ცხოვრების სტილში, კვებასა და აქტივობაში და არა გარკვეული წონის მიღწევა. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი – გაიკეთეთ მანიკიური, წადით კინოში, იყიდეთ ახალი სპორტული სამოსი, იყიდეთ გრილი, მოაწყვეთ სადღესასწაულო ვახშამი ჯანსაღი პროდუქტებით…

7. იპოვეთ მხარდაჭერა!   

  • მოუყევით ოჯახის წევრებს თქვენი გეგმის შესახებ.
  • იპოვეთ ადამიანი, ვისაც თქვენსავით უნდა წონაში კლება და მასთან ერთად შეასრულეთ გეგმა.
  • მოიძიეთ მხარდამჭერი ჯგუფები ინტერნეტ სივრცეში.

თუ გსურთ სწრაფად მიაღწიოთ მიზანს ეცადეთ მარტო, მაგრამ თუ გსურთ წახვიდეთ შორს და ჯანსაღი ცხოვრების წესი აქციოთ ცხოვრების სტილად დაიხმარეთ სხვებიც.

 8. პოზიტიურად იფიქრეთ და ისაუბრეთ თქვენი მიზნის და მიზნამდე მისასვლელი გზის შესახებ.     

რამდენიმე წუთი იფიქრეთ და წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ, შემდეგი რამდენიმე წუთი კი იფიქრეთ იმ დაბრკოლებებზე, რომელიც მიზნის მიღწევის გზაზე შეიძლება შეგხვდეთ – ეს კონტრასტი დაგეხმარებათ უფრო აქტიურად იმუშაოთ მიზნის მისაღწევად და ყველა დაბრკოლება გადალახოთ.

9. დაგეგმეთ, როგორ გაუმკლავდებით გამოწვევებს.

სტრესორი ყოველთვის იქნება თქვენს ცხოვრებაში, იქნება ეს დაბადების დღე, წვეულება თუ არდადეგები, თქვენ მოგიწევთ გამოწვევების მღება და მათთან გამკლავება, ამიტომ უნდა მოიფიქროთ, თუ როგორ გაუმკლავდებით თითოეულ მათგანს. სტრესის შესამცირებლად ივარჯიშეთ, გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები, მიიღეთ შხაპი, გადით გარეთ და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, დაურეკეთ მეგობარს, ითხოვეთ დახმარება..

10. ნუ მიისწრაფით იდეალურობისკენ, აპატიეთ საკუთარ თავს!

როდესაც შეცდომას დაუშვებთ, ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს. თუ არაჯანსაღი ლანჩი მიირთვით, აპატიეთ თქვენს მსუნაგ მეს და ისადილეთ ჯანსაღად.

11. ისწავლეთ თქვენი სხეულის სიყვარული და დაფასება!                              

12. იპოვეთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც მოგწონთ.

13. იპოვეთ მისაბაძი ადამიანი.

სუპერმოდელის ფოტო მაცივარზე თქვენს მოტივაციას ვერ აამაღლებს, ამიტომ ეცადეთ ისეთი ადამიანი შეარჩიოთ ვისთანაც ხშირი კონტაქტი გაქვთ.

 14. იყოლიეთ ძაღლი

ძაღლის ყოლისას იზრდება ფიზიკური აქტივობა, რადგან ცნობილია რომ ძაღლის პატრონები, მათთან ერთად კვირაში მინიმუმ 300 წუთს დადიან ფეხით, გარდა ამისა მათგან თქვენთვის აუცილებელ მხარდაჭერას იგრძნობთ.

 15. თუ დაგჭირდებათ, გამოიყენეთ პროფესიონალის დახმარება!