ხელოვნური კვება

ხელოვნური კვება

ხელოვნური კვებადედის რძე თქვენი პატარებისთვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზით დედას არ შეუძლია ბავშვის გამოკვება, მაშინ საკვების ერთადერთი ალტერნატივა ხდება ხელოვნური კვება.

რა არის ხელოვნური კვება?

ხელოვნური კვება არის დედის კვების ალტერნატივა. საკვები დამზადებულია ისე, რომ მაქსიმალურად ანაცვლებდეს დედის რძეს, მის შემცველობას.

თუმცა დედის რძე უნიკალური პროდუქტია და მისი სრულიად დუბლირება შეუძლებელია, ამიტომაც ხელოვნური საკვები დედის რძეს ბევრად ჩამოუარდება.

დედის რძე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის 6 თვემდე ასაკში.

ჩვენი რჩევა: მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას ჩაანაცვლეთ დედის რძე ხელოვნური კვებით. (მთლიანად ან ნაწილობრივ).

როგორ შევარჩიოთ ხელოვნური საკვები?

მართალია ბევრი სხვადასხვა ხელოვნური საკვები არსებობს ქართულ ბაზარზე, თუმცა თქვენი ბავშვისთვის სასურველის არჩევა არ არის მარტივი საქმე.

ხელოვნური საკვების შერჩევისას გაითვალისწინეთ:

  • ბავშვის სუბიექტი დამოკიდებულება (მოწონს / არ მოწონს);
  • ალერგიულობის საკითხი;
  • ბავშვის ასაკილ;
  • ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები;
  • თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობა.

ჩვენი რჩევა: ნებისმიერ შემთხვევაში, ხელოვნური საკვების არჩევისას უმჯობესი იქნება, თუ თქვენი ბავშვის პედიატრს დაიხმართ.

საკვების ოდენობა?

კვების ეფექტურობა ფასდება არა იმით, თუ რამდენი საკვები მიიღო ბავშვმა და როგორია თითოეულ კვებას შორის ინტერნვალი, არამედ ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ექცევა ყურადღება.

საკვების ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული ბავშვის შემთხვევაში, მისი ასაკის, წონისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

საკვების რეკომენდირებული ოდენობა განსაზღვრულია ასევე ხელოვნური საკვების ეტიკეტზე, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, ასევე მნიშვნელოვანია პედიატრის რჩევები.

როდესაც ბავშვი დაბადებისთანვე მხოლოდ ხელოვნური საკვებით იკვებება, თითოეულ კვებას შორის ინტერვალი 3.5-4 საათი უნდა იყოს, რადგან ხელოვნური საკვების გადამუშავებას უფრო მეტი დრო სჭირდება.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ არ აიძულოთ ბავშვი ბოლომდე მიიღოს საკვები, თუ ეს მას არ სურს. იმ შემთხვევაში თუ იგი საკვებს არ მიირთმევს ბოლომდე და ეს გრძელდება სისტემატიურად, მიმართეთ თქვენს პედიატრს.