ახალშობილი ბავშვის ტანსაცმელი – რა გვჭირდება?

ახალშობილი ბავშვის ტანსაცმელი 

მალე დაიბადება თქვენი პატარა და ფიქრობთ რა ჩააცვათ? თქვენ საკმაოდ ბევრი ტანსაცმელი დაგჭირდებათ ახალშობილი ბავშვისთვის, რადგან შესაძლოა დღეში რამდენიმეჯერ მოგიწიოთ მისთვის ტანსაცმლის გამოცვლა.

ამიტომაც გჭირდებათ მაქსიმალურად გამძლე,  მარტივად გასარეცხი და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა ტანისამოსი.

ზომა

ვერავინ იტყვის, რა ზომის დაიბადება ბავშვი, ხშირად მშობლები ყიდულობენ 0-3 თვის ბავშვის ტანსაცმელს და იგი იბადება უფრო დიდი, შედეგად საჭირო ხდება ყველაფრის თავიდან ყიდვა.

ზოგიერთი ბავშვი პირიქით პატარა იბადება და 0-3 თვის ტანსაცმლის ზომას უფრო დიდი ხანი იყენებს.

ამიტომაც საუკეთესო ვარიანტია სხვადასხვა ზომის ყიდვა და დაბრუნება იმ ზომებისა, რომელსაც ვერ ჩაიცვამს (საუბარია ისეთ მაღაზიებზე, რომლებიც იბრუნებს ტანსაცმელებს).

ასევე ალტერნატივის სახით შეიძლება, პირდაპირ 3-6 თვის ბავშვისთვის განუთვნილი ტანსაცმლის ზომის შეძენა.

ტანსაცმლის ტიპები

ბოდეები (5 to 7): ბავშვის ბოდეები თქვენი პატარის გარდერობის შეუცვლელი ელემენტია, მათი გამოყენების სიმარტივე და კომფორტულობა დიდი შეღავათია ნებისმიერი დედასთვის, განსაკუთრებით სანამ თქვენი ახალშობილი 9 თვის გახდება.

მაისურები (5 to 7): მაისურების არჩევანი დიდია: სხვადასხვა ფერის, ფორმის და ხარისხის, ოპტიმალურია 5-7 მაისურის შეძენა. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხსს და ზედმეტი არასაჭირო ელემენტების არ ქონის საკითხს.

შარვლები / შორტები (5 to 7): შარვლები და შორტები უნდა იყოს სადა, დამზადებული ნატურალური მასალისგან, როგორიცაა კოტონი, მათი ოპტიმალური რაოდენობაა 5-7, უფრო მეტი შარვლის / შორტის ყიდვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ბავშვი მალე გაიზრდება და აღარ გამოგადგებათ მისთვის.

ჯემპრი / ჟაკეტი (1): პატარა ბავშვების უმეტესობას არ მოსწონს ტანსაცმლის ჩაცმა ზემოდან, განსაკუთრებით ჯემპრების, ამიტომაც უმჯობესი იქნება ისეთი ჟაკეტის შერჩევა, რომელიც ღილებით იკვრება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ასეთი ტანსაცმელი უსაფრთხო უნდა იყოს, მაგალითად არ გადაყლაპოს ღილები ბავშვმა.

პიჟამოები (4 to 6): რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს, მოერიდეთ ძნელად ჩასაცმელ/გასახდელ პიჟამოებს, ასევე ზედმეტი დეტალებისა და უხეში მასალის მქონე პიჟამოებს.

ნასკები და ფეხსაცმელები: თქვენ დაგჭირდებათ ბევრი ნასკი, როგორც სახლში, ისე გარეთ ჩასაცმელად, ასევე სხვადასხვა სეზონის ფეხსაცმელი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ფეხი სწრაფად იზრდება, ბევრი ფეხასცმლის ყიდვა არ არის რეკომენდირებული, საკმარისი იქნება 1-2 წყვილი სეზონისთვის.

ქუდები (1-3): ზაფხულის ქუდი, მზისგან დასაცავად ან ფუმფულა თბილი ქუდი ზამთრისთვის.

გახსოვდეთ!

მოერიდეთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ყელზე უჭერს თქვენს პატარას. ასევე შეამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ტანსაცმლის ღილები და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები. ახალშობილი ბავშვისთვის მაინდამაინც არ არის რეკომენდირებული ზედმეტი დეტალების მქონე ტანსაცმლის შეძენა.