ახალშობილი ბავშვის ძილი – 6 საიდუმლო

ახალშობილი ბავშვის ძილი – 6 საიდუმლო

ახალშობილი ბავშვის ძილი პრობლემული საკითხია ბევრი მშობლისთვის.

თქვენი პატარა ხშირად გაიღვიძებს და დასჭირდება თქვენი დახმარება კვლავ დაძინებაში.

ეს იმიტომ, რომ ახალშობილ ბავშვებს არ შეუძლიათ დიდი ხანი ძილი, კვების გარეშე.

ყველაზე ჯანმრთელი და კარგად აღზრდილი ბავშვებიც კი, მხოლოდ 4-6 თვიდან იწყებენ, ღამის განმავლობაში გადაბმულად 10-12 საათიან ძილს.

ეს ნიშნავს, იმას, რომ თქვენმა პატარამ შესაძლოა 16 ჯერაც კი გაიღვიძოს ერთი ღამის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რაც უნდა იცოდეთ ახალშობილი ბავშვის ძილის შესახებ:

განსხვავდება თუ არა ღამე და დღე ბავშვისთვის?

ადრეულ დღეებში ახალშობილი ბავშვის დაძინება/გაღვიძების ციკლში დღე და ღამე შესაძლოა არ განსხვავდებოდეს, ხოლო დაახლოებით მე-6 კვირიდან, როგორც წესი, ბავშვი გადაერთვება ღამის რეჟიმზე და უფრო დიდი პერიოდით იძინებს, რაც გამოწვეულია ძილის ჰორმონით, რომელიც დაღამებისას გამოიყოფა ბავშვის ტვინში.

რამდენად სენსიტიურია ძილის დროს ბავშვი?

ახალშობილებს შორის ხშირია სენსიტიურობა სინათლისა და ხმაურის მიმართ, რადგან ეს გარემო უცხოა მუცელში არსებული გარემოსგან.

სწორედ სინათლემ და ხმაურმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ახალშობილ ბავშვს ღრმა ძილისგან, მათ შორის სინათლის მიმართ უფრო სენსიტიურია.

ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვი ნაკლებად სენსიტიური ხდება, როგორც სინათლის, ისე ხმაურის მიმართ.

კვება და ძილი – რა გავლენას ახდენს კვება ძილზე?

არსებული მოსაზრების საწინააღმდეგო, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს არ სძინავთ უკეთესად, ვიდრე დედის რძის კვების მქონეებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედის რძე საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება ბავშვს.აღნიშნული ფაქტი, დასტურდება სხვადასხვა კვლევებით.

როგორია ბავშვის ძილის ციკლი?

მსუბუქი ძილი,  ღრმა ძილი და კვლავ მსუბუქი ძილი, შემდგომ გაღვიძება. ეს ციკლი მიმდინარეობს 45-50 წუთის განმავლობაში, შედარებისთვის ზრდასრული ადამიანის ძილის ციკლი 90-120 წუთი მიმდინარეობს.

მსუბუქი ძილის დროს, ბავშვი უფრო სენსიტიურია ხმაურის და სხვა ფაქტორების მიმართ, შესაბამისად უფრო დიდი ალბათობაა, რომ გაიღვიძოს.

რატომ იწყებს ბავშვი ტირილს, როდესაც მას ვაწვენთ?

ბავშვის დაწვენამ შესაძლოა მოახდინოს მისი ვესტიბიულური სისტემის სტიმულირება ან მან იგრძნოს მცირე შეციება, თქვენგან განცალკევების დროს, რაც განაპირობებს მის გაღვიძებს და ტირილს, მათ შორის როდესაც ამ ყველაფერს თან ახლავს ვარდნის შეგრძნება.