ბავშვის აცრა – უნდა ავცრათ თუ არა ბავშვი?

ბავშვის აცრაბავშვის აცრა – უნდა ავცრათ თუ არა ბავშვი?

ბავშვის აცრა 2019 წლიდან სავალდებულო გახდა, თუმცა ზოგიერთი მშობელი მაინც სვამს კითხვას, უნდა ავცრათ თუ არა ბავშვი?

თუ დარწმუნებული არ ხართ ჩაუტაროთ თუ არა ვაქცინაცია თქვენს შვილს, მაშინ ეს სტატია აუცილებლად წაიკითხეთ, რათა დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში.

ვაქცინაცია კვლავ საკამათო თემად რჩება მშობლებს შორის. მისი მომხრეები გვეუბნებიან, რომ ბავშვის აცრა უსაფრთხოა, რაც იცავს თქვენს შვილს პოტენციური ფატალური დაავადებებისგან.

ხოლო მისი მოწინააღმდეგე მშობლები თვლიან, რომ იგი არ არის სანდო, რადგან შეიცავს საშიშ ტოქსინებს, რომლებმაც, შეიძლება, თქვენს შვილებს ზიანი მიაყენოს.

მსგავსი სტატია: ბავშვის ალერგია 

რას წარმოადგენს ბავშვთა ვაქცინები?

ვაქცინები არსებობს სხვადასხვა სახის სერიოზული ან პოტენციურად ფატალური დაავადებებისგან დასაცავად, მათ შორის: დიფტერია, წითელა, პოლიო და ხველა ბატონები.

ვაქცინების მეშვეობით ასეთ დაავადების რიცხვი დროთა განმავლობაში იკლებს.

არსებობს რისკები?

ვაქცინებს აქვს რისკები და შეიძლება ზოგიერთმა ბავშვმა გამოსცადოს გვერდითი ნეგატიური ეფექტები, მათ შორის სიწითლე და შეშუპება ინექციის ადგილას, სიცხე და გამონაყარი. მაგრამ ყველაზე სერიოზული რისკები, როგორიცაა მძიმე ალერგიული რეაქციები, გაცილებით იშვიათია, ვიდრე ვაქცინების საწინააღმდეგო დაავადებები.

ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა თავიდან აირიდონ გვერდითი მოვლენები და უზრუნველყონ, მათი შვილების კლინიკური ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ალერგია ან რაიმე სხვა დაავადება აწუხებთ.

დეზინფორმაცია ვაქცინებზე

ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია, ამ ორ მხარეს შორის კამათს, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. მაგალითად ზოგიერთი მშობლის ქვეცნობიერში ათწლეულები რჩება შიში იმისა, რომ წითელას აცრა აუტიზმს გამოიწვევს.  მიუხედავად უამრავი კვლევისა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

ანალოგიურად, მშობლებმა შეშფოთება გამოთქვეს HPV- ის (პაპილომავირუსის) ვაქცინის შესახებ.  HPV უკიდურესად ხშირია და იწვევს ყველა სახეობის კიბოს დაახლოებით 5%-ს, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ვირუსით თითქმის ყველა ადამიანი ავადდება ცხოვრების რაღაც მომენტში, თუმცა ამ ინფორმაციის მიუხედავად, მშობლებს მაინც არ სჯერათ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

ნებისმიერი ვაქცინის ან მედიკამენტების მსგავსად HPV ვაქცინებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, მათ შორის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, თავბრუსხვევა, გულისრევა, გულის წასვლა და თავის ტკივილი.

თუმცა, ახალი HPV ვაქცინები ამაღლებს ბავშვის იმუნიტეტს და მხოლოდ დროის საკითხია, უნდობლობა იმის მიმართ, რომ HPV ვაქცინა ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას.

გრიპი სერიოზული ავადმყოფობაა

გრიპი არის პოტენციურად სერიოზული დაავადება, რომელმაც, შეიძლება, გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგჯერ სიკვდილიც კი. მიუხედავად ამისა და მიუხედავად მისი ეფექტურობისა, წლიური სეზონური გრიპის ვაქცინის სარგებლიანობის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს დებატები.

გრიპის ვირუსები მუდმივად ცვალებადია, ამიტომ ექიმებმა წინასწარ უნდა გადაწყვიტონ, რომელი ვირუსები შეიყვანონ ყოველწლიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, ეს კი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, თუ რომელი ვირუსები იყო ყველაზე მეტად გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კვლავ საუკეთესო გზად რჩება გრიპით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის ან უარეს შემთხვევაში სიკვდილის რისკებისგან თავის დასაცავად, რაც უფრო მეტად ხშირი ბავშვებში და იმუნიტეტ დაქვეითებულ ზრდასრულებშია.

სამი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რომელსაც ის მშობლები სვამენ, ვისაც ბავშვი ჯერ არ აუცრავს:

  • არის თუ არა ვაქცინაცია უსაფრთხო ?
  • საჭიროა თუ არა ის?
  • რატომ არ უნდა მქონდეს  არჩევანის თავისუფლება  ჩემი შვილის ვაქცინაციის შესახებ?

ეს არის სწორი კითხვები და გახსოვდეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იმოქმედებს თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე.

სამხრეთ აფრიკის სკოლებისთვის გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ვაქცინაციის ჩანაწერების გარეშე ბავშვები სკოლაში არ დაუშვან. მოსწავლე იმუნიზირებული უნდა იყოს პოლიოზის, წითელას, ტუბერკულოზის, დიფტერიის, ტეტანუსის და ჰეპატიტის წინააღმდეგ.

თქვენ უკვე გაეცანით ინფომაციას, ახლა კი თქვენი ჯერია, იმედი გვაქვს, ოდნავ მაინც გაგიმარტივეთ გადაწყვეტილების მიღება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *