ბავშვის ბოდეები – როგორ შევარჩიოთ ბავშვის ბოდე?

ბავშვის ბოდეები – როგორ შევარჩიოთ ბავშვის ბოდე?

ბავშვის ბოდეები თქვენი პატარის გარდერობის შეუცვლელი ელემენტია, მათი გამოყენების სიმარტივე და კომფორტულობა დიდი შეღავათია ნებისმიერი დედასთვის, განსაკუთრებით სანამ თქვენი ახალშობილი 9 თვის გახდება.

ამ სტატიაში განვიხილავთ საკითხებს, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ბოდეს ყიდვისას:

ზომა

იყიდეთ უფრო დიდი ზომა, ეს არის მთავარი წესი, რაც ზომასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რადგან პატარა ბავშვები ერთ კვირაშიც კი მნიშვნელოვნად იზრდებიან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია ძირითადი ინფორმაცია ბავშვის ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბრენდების მიხედვით:

იყიდეთ მცირე რაოდენობით

თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი ტანსაცმელი, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ასაკში სწრაფად იზრდება ბავშვი, ხოლო დაბადებამდე ტანსაცმლის ყიდვა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან არ იცით ზუსტი ზომა, თუ რამხელა დაიბადება ბავშვი.

მასალა

ახალშობილ ბავშვებს სენსიტიური კანი აქვთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია შეიძინოთ მაღალი ხარისხის ბოდეები. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახალშობილი ბავშვისთვის საუკეთესო მასალა 100%-იანი კოტონია, ამიტომ ჩვენც გირჩევთ მხოლოდ სრულიად კოტონის (ბამბის) ბოდეები შეიძინოთ.

ცუდი მასალის ტანსაცმელი იწვევს კანის გაღიზიანებას და გაწითლებას, რაც გართულებულ ფორმებში საშიშია თქვენი ბავშვისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია სანდო ადგილას იყიდოთ ტანსაცმელი, რადგან ხშირად (ძირითადად ბაზრობაზე) გამყიდვლები მასალის ხარისხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს.

ღირებულება

სტანდარტული ბოდეების ღირებულება 8-30 ლარის ფარგლებში მერყეობს, მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც უცხოურ ონლაინ შოპებზე, ასევე მაღაზიებში და ბაზრობაზე.

ბაზრობაზე შეძენილი პროდუქცია გამოირჩევა შედარებით იაფი ფასით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხარისხი არის საეჭვო.

მაღაზიებში ყველანაირ პროდუქციას შეხვდებით, ხარისხიანს, უხარისხოს, იაფს, ძვირიანს და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და იმაზე, თუ რამდენად ერკვევით ტანსაცმლის ხარისხში.

რაც შეეხება უცხოურ ონლაინ მაღაზიებს, საკმაოდ კარგი აქციები და ფასდაკლებებია, Carters-ის, warlmat-ისა და სხვა ბრენდების ონლაინ შოპებზე, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ღირებულებაც.