ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე

ბავშვის კვება

ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე

ბავშვის კვება უმნიშვნელოვანესი საკითხია მშობლებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და სწორედ ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ბავშვის კვებაზე 1-დან 3 წლამდე.

მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვის კვების შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით იშვითად მიმართავენ სპეციალისტებს.

ამიტომ პატარა ხშირად ჭარბად ან ერთგვაროვნად იკვებება. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ანემია, ჭარბი წონა, იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს.

ამ ასაკში ბავშვები უფრო აქტიურები არიან, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სწორი კვება, ჯანმრთელად ზრდისთვის და ენერგიისთვის, რათა მეტი ითამაშონ, იმოძრაონ და ისწავლონ.

წარმოგიდგენთ ჩვენ რჩევებს ამ ასაკის ბავშვის სწორად კვებასთან დაკავშირებით:

მიეცით ბავშვებს თავისუფლება გადაწყვიტონ, რომელი საკვები მიიღონ და რა რაოდენობით. არ აიძულოთ თეფშის გასუფთავება. წარმოგიდგენთ დღიურ რაციონში შესატან ზოგიერთ საკვებს:

  • ნახევარი ჭიქა რძე/იოგურტი ან 15 გრამი ყველი.
  • 30-60 გრამი საქონლის ხორცი ან თევზი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100 მლ ხილის წვენი
  • ხილი – სეზონის მიხედვით (განსაკუთრებით, მწვანე ვაშლი, ბროწეული, ციტრუსი)

დამატებითი რჩევები:

  • მიეცით მათ ჯანმრთელად კვების მაგალითი;
  • ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო საჭმელად, არ ააჩქაროთ;
  • შეარჩიეთ მშვიდი პერიოდი საკვების მოსამზადებლად. ბავშვები უკეთ იკვებებიან, როდესაც მშვიდათ არიან.
  • არ აიძულოთ თეფშის მოსუფთავება, საკვების ბოლომდე მიღება;
  • არ გამოიყენოთ საჭმელი, როგორც პრიზი;
  • ჩართეთ ბავშვი საკვების მომადების პროცესში;
  • შეიძინეთ ბავშვის ჭურჭელი – პატარა თეფშები, ჭიქები, კოვზები, ჩანგლები.