ბავშვის საწოლი – როგორ შევარჩიოთ?

ბავშვის საწოლი – როგორ შევარჩიოთ?

ბავშვის საწოლიბავშვის საწოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, როდესაც პატარას დაბადებას ელოდებით. თქვენმა ახალშობილმა ბავშვმა მასში მინიმუმ 2-3 წელი უნდა გაატაროს, ამიტომაც განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს მისთვის ლოგინის არჩევა.

არჩევანია კი საკმაოდ დიდია, საქართველოში ძირითადად იყიდება ხის და პლასტმასის საწოლები, თუმცა ასევე ბაზარზე გვხვდება მეტალის და დეესპეს ლოგინები.შესაბამისად ფასებიც განსხვავდება საწოლების მასალის, ხარისხისა და მდგომარეობის მიხედვით.

წარმოგიდგენთ რჩევებს,რომლებიც დაგეხმარებით საწოლის შერჩევისას:

1.საწოლის ტიპი და მასალა

ყველაზე უფრო მოთხოვნადია ხის საწოლები. შეიძლება ითქვას, რომ ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით სწორედ ასეთი ტიპის საწოლებია ყველაზე ეფექტური.

თუმცა თუ ბიუჯეტში ხართ შეზღუდული, ხის საწოლების კარგი ალტერნატივაა ე.წ. მანეჟი-საწოლები (ალუმინის ჩარჩოთი), რომელთა კონსტრუქცია უფრო მარტივია, დამზადებულია უფრო იაფი მასალისგან, რაც ფასშიც აისახება.

ხის საწოლების საშუალო ფასია 200-1200 ლარი, არსებობს უფრო ძვირიანი ხის საწოლებიც. მანეჟი-საწოლების ფასი მერყეობს 100-500 ლარის ფარგლებში.

ბოლო დროს პოპულარული გახდა საწოლი ტრანსფორმერები. ასეთი საწოლი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ საკმაოდ ძვირიც ღირს.

ტრანსფორმერი საწოლის მთავარი ღირებულება ისაა რომ საწოლი ბავშთან ერთან „იზრდება“ . მისი გამოყენება 0-7 წლამდე შეგიძლიათ. როდესაც ბავშვი წამოიზრდება საშუალება გაქვთ საწოლის ზომა გაზარდოთ და ზღუდეები მოხსნათ რათა თქვენმა პატარამ თავისუფლად იმოძრაოს.

2.რწევის ფუნქცია

საწოლის რწევის ფუნქცია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არ არის მიღებული, თუმცა საქართველოში ეს ფუნქცია საკმაოდ პოპულარულია.

შესაძლოა საწოლს რწევის ფუნქცია არ ჰქონდეს, თუმცა შესაძებელი იყოს მასზე გორგოლაჭების დამაგრება, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს საწოლის რწევის ფუნქციის ჩანაცვლება.

3.საწოლის დიზაინი

ზოგადად გავრცელებულია საწოლის ღია ფერები, რაც უზრუნველყოფს კომფორტული გარემოს შექმნას თქვენი ბავშვისთვის, რაც მისი მშვიდი ძილისთვის არის მნიშვნელოვანი.

მოერიდეთ ჭრელ და მუქ ფერებს, ასევე ყურადღება მიაქციეთ საწოლის ზედაპირის დამუშავების ხარისხს.

4.მატრასი

საწოლოს ყველაზე მნიშვნელოვი კომპონენტი მაინც მატრასია, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის:

რბილი – 6 თვემდე ბავშვის რბილ მატრასზე დაწოლა არ არის რეკომენდირებული, მისი ჯანმრთელად განვითარებისთვის. შესაბამისად არ გირჩევთ რბილის მატრასის არჩევას, რომელიც ძირითადად შეიცავს ბამბასა და სინთეთიკას.

მაგარი – რეკომენდირებულია ბავშვი დააწვინოთ მყარ ზედაპირზე, რომელიც დამზადებული ქოქოსის ბოჭკოვანი მასალით. მატრასის სიმყარე განპირობებული უნდა იყოს ხარისხიანი და ნატურალური მასალით.

შერეული – შესაძლებელია მატრასის ერთი მხარე იყოს რბილი და მეორე მხარე მაგარი, რაც საშუალებას მოგცემთ, ბავშვის ზრდასთან ერთად, 1 წლიდან, ამოატრიალოთ მატრასი და უფრო რბილ ზედაპირზე დააწვინოთ ბავშვი.

5.ბალიში და თეთრეული

ბალიში ხელს უშლის ბავშვის აღნაგობის სწორად ჩამოყალიბებას, ამიტომაც იგი არ არის რეკომენდირებული ახალშობილი ბავშვებისთვის.

შეგიძლიათ რამდენჯერმე დაკეცილი ნაჭერი გამოიყენოთ ბავშვისთვის, მისი თავის დასადებად, თუმცა მხოლოდ 6 თვიდან.

შემდგომი ასაკის მატებასტან ერთად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბალი ბალიშები, რათა ბავშვის კისერი ძალიან არ იხრებოდეს. ბალიშის სიმაღლე არ უნდა იყოს 3 სანტიმეტრზე მეტი.

ბავშვის თეთრეული სასურველია დამზადებული იყოს ნატურალური ბუნებრივი მასალისგან (სასურველია ბამბა), რათა არ დაზიანდეს პატარის კანი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

6.საწოლის სიღრმე 

შეიძინეთ ისეთი საწოლი, რომლის სიმაღლე რეგულირებას ექვემდებარება, რადგან ახალშობილი შედარებით მაღალ დონეზე დაიძინებს, ხოლო ზრდასთან ერთად უფრო ღრმა გახდება საწოლიც, რათა ბავშვი არ გადმოვარდეს საწოლიდან.

საწოლებს სხვადასხვა ტიპის ზღუდეები აქვთ ზოგი მთლიანად იხსნება, ზოგი ნაწილობრივ იკეცება და სხვა. როგორიც არ ტიპის ზღუდეც არ უნდა ჰქონდეს საწოლს, ის კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული, რათა ბავშვმა თავად ვერ შეძლოს მათი შემთხვევით დაკეცვა და სხეულის დაზიანება.

7. ბავშვის საწოლის დამატებითი ფუნქციები

თანამედროვე საწოლები აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით, როგორიცაა ტრანსფორმაციის უნარი, უჯრები და ა.შ., თითოეული ასეთი ელემენტის საჭიროება ინდივიდუალური საკითხია და უნდა განისაზღვროს თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე.