ბუასილი და ორსულობა

ბუასილი და ორსულობა

ბუასილი (ჰემოროი) სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. ბუასილი ორი სახისაა, შიდა და გარე. შიდა ბუასილი ყალიბდება სწორ ნაწლავში, გარე კი – ანუსის გარშემო.

ბუასილი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ორსულ ქალებში. კვლევების თანახმად, ორსულების ნახევარს ერთხელ მაინც ჰქონია ეს პრობლემა.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია ბუასილის მკურნალობა და მისი პრევენცია. დაავადების მარტივი ფორმის შემთხვევაში კი ბუასილის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ბუასილის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია. ყველაზე ხშირად ქალები უჩივიან ქავილის, ტკივილის, შესიების შეგრძნებას ანუსის გარშემო. ასევე ხშირია სისხლდენა დეფეკაციის დროს. აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახის სისხლდენის შემთხვევაში ორსულმა დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს.

რა იწვევს ბუასილს ორსულებში?

ბუასილი ძირითადად ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში ან მშობიარობის შემდეგ იჩენს თავს. ამ პერიოდში საშვილსნო იზრდება და დიდ ზეწოლას ახდენს ქვედა ტანზე. ამას მოჰყვება სწორ ნაწლავში განლაგებული სისხლძარღვების გაფართოება. მშობიარობის შემდგომი ბუასილის მიზეზი კი ძლიერი ჭინთვებია.

ორსულობაში ასევე ხშირია შეკრულობა, რაც ასევე ამწვავებს და იწვევს კიდეც ბუასილს.

პრევენცია

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბუასილი, ეცადეთ იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით. იკვებეთ ხილით, ბოსტნეულით და ნაკლებად დამუშავებული მარცვლეულით. დალიეთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი და შეეცადეთ ბევრი იმოძრავოთ. ეს ყველაფერი კუჭის მოქმედების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვირჩინოთ ბუასილი

დაავადების მარტივი ფორმების სამკურნალოდ, ძირითადად, გარეგანი გამოყენების საშუალებები გამოიყენება, რომლებიც ურეცეპტოდ შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბუასილის კარგი წამალი დამზადებული უნდა იყოს ნატურალური ინგრედიენტებით და ჰქონდეს გამაყუჩებელი ეფექტი.

ერთ-ერთი ასეთი ნატურალური პროდუქტია „პრესტო გელი“. ესაა ეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც მომენტალურად ხსნის ტკივილს, წვას, სისხლდენას და ქავილის შეგრძნებას.

გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდშიც. მისი გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები.

თუ ბუასილს ქრონიკული ფორმა აქვს და გარეგანი საშუალებები არაეფექტურია, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ბუასილის ოპერაციული მკურნალობაც.