მისალოცი ბარათების დამზადება

მისალოცი ბარათების დამზადება

მისალოცი ბარათის გაგზავნა პოზიტიური ჟესტია, რომელიც კარგად გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას ადრესანტის მიმართ.

მნიშვნელობა არ აქვს რას ულოცავთ ადამიანს, ახალ სამსახურს, თუ ახლად შეძენილ ბავშვს, გაუზიარეთ მას სიტყვები, რომლებიც თქვენს განწყობას ასახავს.

მისალოცი გზავნილი შეიძლება იყოს მოკლე და ტკბილი, ან გრძელი და გულწრფელი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ მისალოცი ბარათების შექმნის საუკეთესო იდეები.

რა უნდა დავწეროთ მისალოც ბარათში:

  • გილოცავ ! – დაიწყეთ მისალოცი ბარათი ამ სიტყვით და მიულოცეთ თქვენს ადრესანტს მისი შრომისა და მიღწევისათვის.
  • დაწერეთ, როგორი ამაყი ხართ მის გამო. მიეცით საშუალება მიმღებს, რომ იცოდეს რატომ ხართ ამაყი, რომ საქმის კურსში ხართ მისი წარმატების შესახებ.
  • გაუგზავნეთ კეთილი სურვილები. უსურვეთ წამატებები მას ცხოვრების ახალ ეტაპზე. შეგიძლიათ იყოთ უფრო კონკრეტული, ან უბრალოდ ზოგადად უსურვოთ მას კარგი მომავალი.
  • დაასრულეთ თბილად, შეგიძლიათ ამისთვის თბილად მოხაზულო ხელმოწერაც გამოიყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გსურთ თქვენი ბარათის პერსონალიზება, შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი, ზოგადი ფრაზებით, რაც თქვენს დროს დაზოგავს და დაგეხმარებათ იდეის შექმნაში, თუ როგორ გააგრძელოთ ის.

ჩვენ გაგიზიარებთ იმ თბილ, შაბლონურ მისალოც ფრაზებს, რომლებიც შეგიძლიათ კონკრეტულ სიტუაციებში გამოიყენოთ:

დაწინაურების  – „გილოცავ, და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს გისურვებ.”

ახალ სახლში გადასვლის – „გილოცავ ახალ სახლში გადასვლას ! იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც წარმოგედგინა!“

ახალი სამსახურის – „გილოცავ ახალ სამსახურს! გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს მომავალში! შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!

უნივერსიტეტის/სკოლის/კოლეჯის დამთავრების – „დარწმუნებული ვარ, რომ შენი განათლება იქნება მნიშვნელოვანი გასაღები შენი პოტენციალის კარის გასაღებად. შენ  უკვე წარმატებული ხარ, გილოცავ დამთავრებას!”

ქორწილის – „მიეცით ნება იმ სიყვარულს და ბედნიერებას, რომელსაც ახლა გრძნობთ, რომ წლების განმავლობაში ასე იბრწყინოს! გილოცავთ თქვენი ქორწინების დღეს!“

ბავშვის შეძენის – „ბავშვები სასწაულია! გილოცავთ თქვენს პატარა სასწაულს!“

მისალოცი ბარათის გაგზავნის მიზანია, თავი კარგად აგრძნობინოთ ადრესანტს, მის ცხოვრებაში არსებულ სასიხარულო სიახლეზე ყურადღების გამოჩენით.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ბარათი ვრცელი იქნება თუ ლაკონური – მთავარია არ დაგავიწყდეთ მილოცვა და იმის თქმა, რომ ამაყობთ მისით.

შეეცადეთ შეარჩიოთ თემატური დიზაინი და გააფორმოთ კრეატიულად.

გსურთ საუკეთესო დიზაინის მქონე მისალოცი ბარათის დამზადება? დაგვიკავშირდით დღესვე – 577 67 88 28

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *