საბავშვო ნებულაიზერი – როგორ შევარჩიოთ ინჰალატორი?

საბავშვო ნებულაიზერი – როგორ შევარჩიოთ ინჰალატორი?

ნებულაიზერისასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების, ან უბრალო სეზონური ვირუსის დროს ინჰალაცია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდია. ამისთვის კი ნებულაიზერი დაგჭირდებათ.

სწორად შერჩეული ნებულაიზერი ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. მისი საშუალებით საჭირო მედიკამენტი  უსწრაფესად აღწევს დანიშნულების ადგილამდე, სწორედ ამიტომ ითვლება ინჰალატორი საბავშვო საოჯახო აფთიაქის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად.

დღეს ჩვენს აფთიაქებში უამრავი სხვადასხვა ნებულაიზერია წარმოდგენილი, რის გამოც მშობლებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც გირჩევთ რა ტიპის ინჰალატორი სჭირდება თქვენს ბავშვს. ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ კი თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ ისეთი ზომისა, ფორმისა თუ დიზაინის მოწყობილობა, რომელიც თქვენს პატარას ინჰალაციის პროცესს გაუმარტივებს.

როგორ შევარჩიოთ ნებულაიზერი?

ბავშვებისთვის განკუთვნილ ნებულაიზერებს, ხშირად, დამატებითი ფუნქციები აქვთ: ზოგიერთი მღერის, ზოგს სათამაშოს ფორმა აქვს, ზოგი ანათებს და ა.შ. თუმცა, სანამ დიზაინზე გადავალთ, აუცილებელია ჯერ სამედიცინო საჭიროებები გავითვალისწინოთ.

რა დაავადების სამკურნალოდ იყენებთ ნებულაიზერს?

სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები სასუნთქი სისტემის სხვადასხვა ნაწილებს აზიანებენ. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომებს განეკუთვნება სურდო (ან რინიტი) და სინუსიტი. ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებში კი ასთმა, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მოიაზრებიან. მათ სამკურნალოდ ნებულაიზერის სხვადასხვა ტიპები გამოიყენება, ამიტომ, სანამ მოწყობილობას შეიძენთ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ შერჩეული მოდელი ბავშვის მდგომარეობას შეესაბამება.

ვინ გამოიყენებს ნებულაიზერს?

პაციენტებს, ვისაც სუნთქვის ძლიერი უკმარისობა აქვთ, მძლავრი ნებულაიზერი სჭირდებათ, რომელიც აქტიური ინგრედიენტის შედარებით დიდ დოზას მიაწვდის პაციენტს.

ყველაზე პატარა პაციენტებისთვის კი, უმჯობესია მაქსიმალურად ჩუმი და სასიამოვნო დიზაინის მქონე ნებულაიზერის შერჩევა, რომელიც არ შეაშინებს ბავშვს და ინჰალაციის პროცესს მშობელსაც გაუმარტივებს.

რა დამატებითი ფუნქციები გჭირდებათ?

საბავშვო ინჰალატორი შესაძლოა აღჭურვილი იყოს ისეთი დამატებითი ფუნქციებით, როგორიცაა მუსიკის ჩართვის ფუნქცია, მოსახერხებელი, ერგონომიული დიზაინი და სხვა. ასეთი სამედიცინო ტექნიკა პატარებს თამაშის ასოციაციას უქმნის და მკურნალობის პროცესს თითქმის შეუმჩნეველს ხდის.

Feellife-ის საბავშვო ნებულაიზერი Air Angel განსაკუთრებით უყვართ მშობლებს, იმიტომ რომ ეს ჩუმი, მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელი მოწყობილობაა, რომელიც თამაშის ნაწილი ხდება. ის არ გამოსცემს ნებულაიზერებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ხმაურს და არ აშინებს ბავშვს. მისი გამოყენება მოსახერხებელია მაშინაც, როდესაც სამოგზაუროდ მიდიხართ, რადგან დიდ ადგილს არ იკავებს.

ეს ნებულაიზერი გამოიყენება როგორც ზედა, ასევე ქვედა სასუნთქი დაავადებების შემთხვევაში, ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა სურდო, რინიტი, ხველა, ყელის ტკივილი და ცხელება.

რა სიხშირით აპირებთ ნებულაიზერის გამოყენებას?

თუ ნებულაიზერი ხშირად გჭირდებათ, შეარჩიეთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც ინტენსიურ დატვირთვაზეა გათვლილი.

პაციენტებს, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე სჭირდებათ ინჰალაცია, ხშირად ურჩევენ მსუბუქი და პორტატული ნებულაიზერის გამოყენებას, რომელიც ძალიან მოსახერხებელია ხშირი მოგზაურობის დროსაც. პორტატულ ნებულაიზერებს, როგორც წესი, ელემენტები სჭირდებათ სამუშაოდ.

რა ღირს ნებულაიზერი?

საბავშვო ინჰალატორი იყიდება როგორც სააფთიაქო ქსელებში, ასევე ჩვეულებრივ და ონლაინ მაღაზიებშიც. ის, თუ რა ღირს ინჰალატორი, დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე – გამოყენების დასაშვებ ინტენსივობაზე, ბრენდზე, დიზაინზე, დამატებით ფუნქციებზე და ა.შ.

საშუალოდ, ინჰალატორის ფასი 80 ლარიდან იწყება და შეიძლება 500 ლარსაც მიაღწიოს, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება შეიძინოთ შედარებით ძვირადღირებული ნებულაიზერი, აქციაზე, რომელსაც პერიოდულად აცხადებენ ხოლმე აფთიაქები, რადგან ასეთი ინჰალატორები უფრო ხარისხიანი და მეტი ხანი გემსახურებათ, თქვენ და თქვენ პატარას.

სტატიის ავტორი – SPARK