პროსტატის მკურნალობა – ვიტაპროსტი

ვიტაპროსტი

პროსტატის მკურნალობა – ვიტაპროსტი

პროსტატის მკურნალობა საკმაოდ გავრცელებული გამოწვევაა. პროცესი შეიძლება იყოს ქრონიკული ან მწვავე.

ვიტაპროსტიქრონიკულია პროსტატიტი, რომელიც ეტაპობრივად ყალიბდება და შეიძლება თვეების ან წლების მანძილზე გაგრძელდეს.

მწვავე პროსტატიტი კი დროებითი მდგომარეობაა, რომელიც რამდენიმე დღის, ან კვირის მანძილზე გრძელდება და როგორც წესი, მარტივად ექვემდებარება მკურნალობას.

პროსტატა მცირე ზომის ჯირკვალია, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის სპერმის წარმოქმნასა და შარდის გამოყოფაში მონაწილეობს.

ამიტომ, მასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად იწვევენ სექსუალურ დისფუქციასა და შარდვის გაძნელებას.

პროსტატიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ემართება ყოველ მესამე მამაკაცს 20-დან 50 წლამდე.

გამომწვევი მიზეზები

ქრონიკული პროსტატიტი შეიძლება ინფექციური გენეზის იყოს ან პროსტატაში მიმდინარე შეგუბებითი პროცესით იყოს გამოწვეული.

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი

პროსტატის ბაქტერიული ინფექცია შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ინფექციის, ან მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში, პაციენტები ამჩნევენ, რომ მწვავე პროსტატიტის სიმპტომები ნაკლებად, თუმცა მაინც აწუხებთ. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერია კვლავ ორგანიზმშია და დაავადებას უკვე ქრონიკული სახე აქვს.

არაბაქტერიული პროსტატიტი

ქრონიკულ, არაბაქტერიულ პროსტატიტს ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ფსიქოლოგიური სტრესი, შარდ-სასქესო სისტემის დაზიანება ტრამვის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.

პროსტატიტის სიმპტომები

ქრონიკული პროსტატიტის მთავარი სიმპტომია მენჯის ან სასქესო ორგანოების ტკივილი. ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი ხასიათის, ან მუდმივი.

სხვა სიმპტომები:

  • ხშირი შარდვა
  • ტკივილი შარდვის დროს
  • შარდვის გაძნელება
  • შარდვის შეუკავებლობა
  • ტკივილი სასქესო ორგანოების არეში
  • ტკივილი ეაკულაციის დროს
  • ეაკულაციის სირთულე
  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, გულისრევა ან პირღებინება

პროსტატიტის მკურნალობა

პიროვნებამ, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ბაქტერიული პროსტატიტის დიაგნოზის შემთხვევაში, ექიმი ანტიბიოტიკების კურსს ნიშნავს.

არაბაქტერიული პროსტატიტის შემთხვევაში კი მკურნალობის გეგმა შეიძლება რამდენიმე ელემენტისგან შედგებოდეს, ეს შეიძლება იყოს რექტალური სუპოზიტორი (სანთელი), ან პროსტატის კრემი (მაზი).

მნიშვნელოვანია, რომ სამკურნალო პრეპარატები ებრძოდნენ არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ მათ მთავარ გამომწვევ ფაქტორს – წინამდებარე ჯირკვლის შეგუბებით პროცესს.

ვიტაპროსტის სანთლები ეფექტური პრეპარატია, რომელიც მცირე დროის მონაკვეთში მოქმედებს რბილ ქსოვილებზე, ამცირებს შეშუპებას, სხნის ტკივილს და აქრობს ანთებით პროცესს. აქედან გამომდინარე, ქრება დისკომფორტი შარდვისა და ეაკულაციის დროს. ამის პარალელურად, უმჯობესდება პროსტატის სისხლმომარაგება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, აღდგება და გაძლიერდება სპერმატოზოიდების აქტივობა.

ვიტაპროსტი გამოდის რექტალური სუპოზიტორის ფორმით. რაც ამ პრეპარატის კიდევ ერთ და დიდ უპირატესობას წარმოადგენს, ეს დაკავშირებულია მამაკაცის ორგანიზმის ანატომიურ თავისებურებასთან – პროსტატა მდებარეობს სწორი ნაწლავის გასწვრივ. აქედან გამომდინარე წამლის მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღწევა მაქსიმალურად მცირე დროში.

პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ავერსის, ჯი-პი-სი-ს, ფარმადეპოს და პსპ ქსელის აფთიაქებში. ვიტაპროსტის ფასი განსხვავდება აფთიაქების მიხედვით და 53-56 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ქრონიკული პროსტატიტი საკმაოდ მტკივნეული და რთული მდგომარეობაა. ვიტაპროსტი კი ეხმარება მამაკაცს არ შეიზღუდოს და იცხოვროს სრულფასოვანი მამაკაცური ცხოვრებით!