როგორ დავაწყნაროთ ბავშვი – 5 ხერხი

როგორ დავაწყნაროთ ბავშვი?

ბევრი მშობლის დილემაა – “როგორ დავაწყნაროდ ბავშვი?”

ბავშვის ფსიქოლოგია ფაქიზი და რთულად გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სურვილებისა და განცდების სიტყვიერად გადმოცემა არ შეუძლიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შვილის აღზრდის პროცესში მშობელს უწევს სწორად შეხვდეს პატარას ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ხშირია შემთხვევა, როცა ბავში ზემდეტად აქტიური, ენერგიული, ემოციურია. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი აქცენტის დასმა პრობლემაზე და ბავშვის დაწყნარების ოპტიმალური გზების პოვნა.

აღნიშნული სტატია გაგაცნობთ რამდენიმე გზას თქვენი პატარას დამშვიდებისა და რელაქსაციისთვის.

1.შეინარჩუნეთ სიმშვიდე

მშობლისთვის ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა ბავში ტირის, ჭირვეულობს, უკონტროლოდ იქცევა. სწორედ ეს არის ზრდასრულის უპირველესი ამოცანა: ამ უკონტროლო სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე. თქვენი აღელვება და ემოციურად მაღალი ტემპერატურა სიტუაციას უფრო გაამწვავებს და პრობლემას გაართულებს. დაზარალებული, ამ შემთხვევაში, ორივე მხარე აღმოჩნდება.

არ დაგავიწყდეთ, მშობლის ფსიქოლოგიურ  განწყობას პატარა ყოველთვის გრძნობს!

2.მოარიდეთ ბევრ ხალხს

ემოციური აქტივობის პერიოდში ბავშვსა და თქვენს შორის მოქმედი პირების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანეთ, რათა შეძლოთ გააკონტროლოთ პატარას ნეგატიური ფიქრები. ნერვული სისტემის სტაბილურობის დარღვევას ხალხმრავლობა კიდევ უფრო გააღრმავებს, ვინაიდან სხვადასხვა სახის ყურება, მათი კომენტარები და შეფასებები გაგაღიზიანებთ, როგორც თქვენ, ისე თქვენს პატარასაც.

ამ დროს აურა, რომელიც თქვენს გარშემო ტრიალებს უმნიშვნელოვანესია. უნდა გახსოვდეთ, რომ მას შეუძლია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა განწყობაზე.

3.ბუნებაში გასეირნება

Stanford-ის სამეცნიერო კვლევებით დადგინდა,  რომ ბუნებაში სეირნობა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს. მას ასევე შემეცნებითი ფუნქციაც აქვს. თანამედროვე რიტმი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას  დიდი დრო გამოვნახოთ შვილებისთვის. ამიტომ, 15 წუთით ბუნებასთან კონტაქტი  შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის, რაც თქვენს  პატარას სჭირდება.

ემოციურ ფონზე იგი დადებით გავლენას მოახდენს მის განწყობაზე. შეგიძლიათ გაასეირნოთ პარკში,  ესაუბროთ, ათამაშოთ, დაამყაროთ მშვიდი და სწორი კომუნიკაცია.

4. მუსიკა

ხელოვნების ამ ასპექტის როლი, არა მხოლოდ ზრდასრულთათვის, არამედ ბავშვების ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკა არის ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობის ინსტრუმენტი.

პატარებს უყვართ სიმღერები, რითმი და ბგერთა ჟღერადობა. უკანასკნელი გამოკვლევებით, მუსიკალური  გარემო გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ინტელექტუალურ განვითარებაზე.

დაიწყეთ კლასიკური მუსიკის მოსმენა. შეგიძლიათ მოსინჯოთ მოცარტის კომპოზიციები, რომელიც თქვენი შვილის არა მხოლოდ ნერვულ სისტემაზე, არამედ მისი შემოქმედებითი უნარის განვითარებაზეც დადებითად იმოქმედებს.

5.დატვირთეთ ფიზიკური აქტივობებით

მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ბავშვის ენერგიის სწორი გადანაწილება. ფიზიკური აქტივობები დაეხმარება პატარას იყოს ფუნქციონალური, ჯანმრთელი და მეტად განვითარებული.

ზოგ ბავშვს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება რთულ ემოციურ ფონზე. ამიტომ, ითამაშეთ მათთან ერთად. შეგიძლიათ აქტივობისთვის სახლშიც მონახოთ გასართობი საშუალებები: ხატვა, ძერწვა, კუბიკების, ფაზლების აწყობა და ა.შ. სათამაშოები პატარებისთვის სამყაროს შეცნობის საშუალებაცაა;

არ დაგავიწყდეთ, გაითვალისწინოთ შვილის შეხედულებები და სურვილები.

სტატიის ავტორი BLH