რწყილის ნაკბენი & როგორ მოვიშოროთ რწყილები?

რწყილის ნაკბენი

რწყილის ნაკბენი – როგორ მოვიშოროთ რწყილები?

რწყილის ნაკბენიზაფხულის მოახლოებასთან ერთად მწერებისგან ნაკბენების რისკი იზრდება, რაც ზრდის იმ დაავადებებით დაინფიცირების რისკს, რომელთა გადამტანებიც ეს მწერები არიან, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე არასასიამოვნო – რწყილის ნაკბენი გახლავთ.

რწყილები სისხლის მწოველი მწერების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება. მისი სხეულის საშუალო ზომა 1-5 მმ.- ია, მიუხედავად ამისა, მათი ნახტომი 32 სმ.-მდე აღწევს. მათ ფრთები არ აქვთ, ამიტომ ისინი ადგილიდან ადგილზე ხტუნვით გადაადგილდებიან.

რწყილის ნაკბენი ქავილის ძლიერ შეგრძნებას იწვევს და ხშირად ხელისგულებსა და ფეხებზე გხვდება. ჩვეულებრივ, ნაკბენები ჯგუფურად ჩნდება და წვრილ წითელ წინწკლებში გამოიხატება. ასევე ხშირია რწყილის ნაკბენის აღმოჩენა წელსა და მკლავებზე, თუ ხელით ატარებთ ცხოველს, რომელსაც რწყილები აქვს.

რწყილის ნაკბენი იწვევს ადამიანის გაღიზიანებას, ვინაიდან ისინი კანის ჩხვლეტის ადგილას უშვებენ ნერწყვს, რომელიც იწვევს ტკივილს, ქავილს და შემდგომში ნაკბენი ადგილი განიცდის შესივებას და ვითარდება ანთებითი პროცესი. ორგანიზმის რეაქცია ნაკბენზე შეიძლება არც გამოიხატოს, მაგრამ თუ რწყილმა რომელიმე მიკროორგანიზმის გადაცემა მოასწრო შეიძლება განვითარდეს ალერგიული ან ინფექციური ფონი. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ქავილისა და ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო მალამო გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია ინფექციის განვითარების.

რამდენად საშიშია რწყილის ნაკბენი?

რწყილის ნაკბენს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდება. ურეცეპტოდ გაცემული ქავილის საწინააღმდეგო კრემები ან მალამოები და ანტიჰისტამინები ათავისუფლებს კანის ქავილს და ხსნის დისკომფორტს. გახსოვდეთ, რომ კანი არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გამოწვევა. ნაკბენი საპნით და წყლით უნდა დაიბანოთ, შემდეგ კი თუთიის შემცვლელი კრემი უნდა წაისვათ (ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც ქავილს ამსუბუქებს).

თუ ნაკბენის შემდეგ უფრო მძიმე სიმპტომები გამოვლინდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ცხელება, თავის ტკივილი ან სხეულის ტკივილი.

ასევე, რწყილები ითვლებიან შემდეგი დაავადებების გადამტანებად: შავი ჭირი, ეპიდემიური პარტახტიანი ტიფი, სხვადასხვა ბაქტერიითა და ვირუსით გამოწვეული დაავადებები და სხვა.

როგორ ვებრძოლოთ რწყილებს

რწყილები სწრაფად მრავლდებიან, განსაკუთრებით თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ. მაგრამ მაშინაც კი, თუ შინაური ცხოველები არ გყავთ, თქვენს ეზოში მათი გამოჩენა სრულებით არ იქნება გასაკვირი. ასეთ დროს, რწყილის მოშორება პესტიციდებით მკურნალობის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ქუჩაში სეირნობისას, კატები და ძაღლები იზიდავენ მიწის რწყილებს და საკმაოდ დიდი რაოდენობით პარაზიტი შემოჰყავთ სახლში ბეწვით, თუმცა ისინი შესაძლებელია ჩვენც შემოგვყვეს ქუჩიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. მაგალითად, თუ ფეხსაცმლის ძირს რამდენიმე რწყილის კვერცხი მიეწება რამდენიმე დღეში მათგან უამრავი მწერი გამოიჩეკება და უდიდესი სისწრაფით გამრავლდება.

რწყილის მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმ ნივთების საფუძვლიანი რეცხვა, რომლებშიც პარაზიტები ბუდობენ ან შეიძლება ბუდობდნენ. მთავარია, არც ერთი ნივთი არ გამოგვრჩეს. ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ ხალიჩები, ლეიბები, განსაკუთრებით იატაკზე, რადგან იქაც ხშირად შეხვდებით რწყილებს.

გარდა ამისა, რწყილებთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია იატაკის პერიოდული სველი დალაგებაც.

რწყილებთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს ხალხური მედიცინა. ერთ-ერთი  ტრადიციული მეთოდია ბინის დამუშავება სხვადასხვა ისეთი მცენარით, რომელსაც რწყილების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ასეთია, მაგალითად, აბზინდა, რომელსაც აქვს მძაფრი სურნელი და რწყილებს აფრთხობს. ასევე ხელმისაწვდომია რწყილის წამალი პრეპარატების სახით, მაგალითად ერთ-ერთია პირეტრინები: ესაა ნატურალური ინსექტიციდების ეფექტური სახეობა, რომელიც იწვევს მწერის პარალიზებასა და დაღუპვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ადამიანისთვის, რის გამოც თამამად გამოიყენება სახლებში.

ამგვარად, რწყილის მოშორება არც ისე მარტივი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

მსგავსი სტატიები;

ბზიკის ნაკბენი – რა უნდა ვიცოდეთ?

გველის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?