საბავშვო ბაღი – რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის?

საბავშვო ბაღი – რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისთვის?

საბავშვო ბაღიუნივერსიტეტი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ეს არის განათლების ციკლი, რომელსაც ძირითადად გადიან ქართველი ბავშვები.

ბავშვთა უმეტესობა 4-5 წლის ასაკიდან იწყებს საბავშვო ბაღში სიარულს.

საბავშვო ბაღი არ არის სავალდებულო საგანმანათლებო ეტაპი, ამიტომაც ჩნდება კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღი სკოლასა და უნივერსიტეტთან შედარებით?

წინამდებარე სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თუ რატომ არის საბავშვო ბაღი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტი თქვენი ბავშვის განვითარებისთვის:

ბაღის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

საბავშვო ბაღში თქვენი პატარა ეუფლება იმ საბაზისო ცოდნას და თვისებებს, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

სწორედ ბაღში სწავლობს ბავშვი წერა-კითხვის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ზოგად ინფორმაციას, ასევე უცხო ენებს.

საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნით კი სკოლაში უადვილდება სწავლა, რაზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

ამდენად, საბავშვო ბაღის ეტაპი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებისთვის, ამ ეტაპის გამოტოვება კი ამ ყველაფრის გარეშე ტოვებს მას.

საბავშვო ბაღი და სოციალიზაცია

საბავშო ბაღი არის პირველი მიკრო გარემო, რომელიც განსხვავდება ოჯახისგან და სადაც იწყება ბავშვის სოციალიზაციის პროცესი, მისი ყოველდღიური მჭიდო ურთიერთობა სოციუმთან.

სწორედ საბავშვო ბაღში ეუფლება ბავშვი ისეთ მნიშვნელოვან სოციალიზაციის უნარებს, როგორიცაა კომუნიკაცია, ურთიერთობა, ურთიერთდათბომა და სხვა.

სკოლისთვის მომზადება

როგორც უკვე ავღნიშნეთ, საბავშო ბაღი სკოლისთვის მომზადების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვი ღებულობს მისთვის საჭირო საბაზისო ცოდნასა და სოციალიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების, იგი ასევე ეჩვევა დღიურ რეჟიმს, რომელიც მას მინიმუმ 18 წლამდე ექნება სკოლაში.

ბოლოსიტყვაობა:

პიროვნების ჩამოყალიბება, სოციალიზაცია და სკოლისთვის მომზადება ეს არის ის ბენეფიტები, სხვა ბევრთან ერთად, რაც საბავშვო ბაღს გააჩნია.

საბავშვო ბაღის თითოეული წელი მნიშვნელოვანია თქვენი პატარისთვის, ხოლო ის მშობლები, როგორც წესი ნანობენ, რომლებმაც დროულად არ მიიყვანეს ბავშვი საბავშვო ბაღში და ამ შეცდომას მეორე ბავშვის შემთხვევაში აუცილებლად ითვალისწინებენ.

ამიტომაც, ჩვენი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად მიიყვანოთ თქვენი პატარა საბავშო ბაღში, ასევე მნიშვნელოვანია საბავშო ბაღის სწორად არჩევა თქვენი პატარის სწორი განვითარებისთვის.

მსგავსი სტატიები:

ძიძის არჩევა

საბავშვო ჩანთები