ქლამიდიოზი – რა არის ქლამიდია?

ქლამიდიოზი – რა არის ქლამიდია?

ქლამიდიოზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია – ქლამიდია (chlamydia trachomatis).

ქლამიდიოზი აავადებს, როგორც ქალებს, ისე კაცებს, ამიტომაც ქლამიდიოზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შემოწმნდეს თქვენი პარტნიორიც, რადგან დიდი ალბათობით, მასაც ექნება აღნიშნული ინფექცია.

გენიტალიების გარდა ქლამიდიოზმა შესაძლოა დააზიანოს ანუსის ხვრელი, ყელის უკანა კედელი და თვალები.

ქლამიდიას ახასიათებს უსიმპტომოდ ყოფნა, ამიტომაც შესაძლებელია თქვენ დაავადებული იყოთ, თუმცა არ გქონდეთ შესაბამისი სიმპტომები.

აღნიშნული დაავადების მკურნალობა მარტივია, თუმცა ქლამიდიოზის ყურადღების გარეშე დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ორსულობისას (მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა), ახალშობილებისთვის (დედისგან გადადის ინფექცია). ასევე შესაძლოა ქლამიდიამ გამოიწვიოს უშვილობაც.

ქლამიდიოზის შემთხვევაში, მკურნალობაზე რთული, მისი დიაგნოსტიკაა. ხშირად ექიმები ცდებიან ან განზრახ შეყავთ შეცდომაში პაციენტები, მათგან ფულის გამოძალვის მიზნით.

ამიტომაც ჩვენი რჩევა იქნება, თუ ეჭვი გაგიჩნდათ, მაინდამაინც ნუ ენდობით ერთ კონკრეტულ ექიმს ან კლინიკას, როდესაც ქლამიდიოზს დაგიდგენენ.

ეწვიეთ სხვადასხვა კლინიკას და გაიკეთეთ ორი განსხვავებული ანალიზი. ყველაზე ეფექტური იქნება, თუ გაიკეთებთ ე.წ. PCR ანალიზს, რომელიც კეთდება შარდის მეშვეობით.

სიმპტომები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, შესაძლოა დაავადებული იყოთ ქლამიდიოზით, თუმცა არ გქონდეთ სიმპტომები, ან გქონდეთ სიმპტომები, თუმცა სხვა დაავადება გქონდეთ, მაგალითად სოკო.

ქლამიდიოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  •  წვა და ტკივილი შარდვისას
  •  ტკივილი სექსუალური აქტის დროს
  •  მამაკაცებში ურეთრის გარეთა ხვრელის სიწითლე
  •  სასქესო ორგანოებიდან ლორწოვანი გამონადენი
  •  შარდის ამღვრევა
  •  სისუსტე
  •  სუბფებრილური ტემპერატურა

გავრცელება

ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა მსოფლიოში, იგი გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ანალური, ორალური სექსით და გენიტალური კონტაქტით.

თუ გქონიათ დაუცველი სექსი და შეინიშნება ინფიცირების სიმპტომები, მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოსტიკისთვის.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ქლამიდიოზის მკურნალობა მარტივია, თუ დროულად მოხდება მისი დიაგნოსტიკა. მისი მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების კურსით, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა პარტნიორმაც ჩაიტაროს დიაგნოსტიკა და შემდგომ მკურნალობის სრული კურსი. მკურნალობისას კი თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან.

მკურნალობის შემდგომ კვლავ გაიკეთეთ ტესტი, იმის დასადასტურებლად, რომ სრულიად განიკურნეთ.

თუ ქლამიდიოზის დიაგნოზი ორსულობაში დაისვა, მკურნალობა შედარებით სუსტი ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელმეორედ ჩაიტაროთ.