5 წლამდე ბავშვის აღზრდა – სწორი მიდგომები

5 წლამდე ბავშვის აღზრდა – სწორი მიდგომები

დაბადებიდან 5 წლამდე თქვენი შვილის კომუნიკაციის ფორმები ბევრჯერ შეიცვლება.  ბავშვებს საკუთარი ენა აქვთ. იმის ცოდნით, თუ რას უნდა ველოდეთ მისგან, შეძლებთ, რომ მის მიერ დასმულ შეკითხვებს გონივრულად უპასუხოთ.

აქ არის რამდენიმე რჩევა, რომელიც ყველა მშობელს გამოადგება შვილთან ურთიერთობის პირველი 5 წლის განმავლობაში:

დაბადებიდან 1 წლამდე

თქვენს შვილთან ურთიერთობა დაბადებიდან 1 წლამდე, ძირითადად, ცალმხრივია, მაგრამ ამის გამო საკუთარ თავს არ მისცეთ დანებების საშუალება. თქვენ უნდა გაარკვიოთ რატომ ტირის ის. ბოლოს და ბოლოს, მხოლოთ თქვენს ხმასაც კი, შეუძლია მისი დამშვიდება.

როგორც კი თქვენი შვილი ხმების გამოცემას დაიწყებს, რაც შემდეგში ნელ-ნელა სიტყვებად ჩამოყალიბდება, თქვენ უნდა გაუმეოროთ მას თითოეული სიტყვა, რათა შეაგულიანოთ და განუვითაროთ მოსმენისა და მეტყველების უნარები.

პირველი წლის ბოლოს კი, მას შეეძლება ისეთი მარტივი პასუხების გაცემა, როგორიცაა „კი“ და „არა, ან უბრალოდ თავის დაქნევა.

 

1 წლიდან 2 წლამდე

ამ ასაკში თქვენი ბავშვი ბევრ ახალ სიტყვას სწავლობს, შესაბამისად უფრო მეტიც ესმის. სცადეთ ჩვეულებრივი ურთიერთობა და დიალოგში შესვლა მასთან, მოთმინებით უპასუხეთ მის მიერ 100-ჯერ დასმულ კითხვებს „რატომ?“ და „ეს რა არის?“  მალევე აღმოაჩენთ, რომ თურმე შეგიძლიათ თქვენი პატარას გაგება და მასთან კომუნიკაცია.

2 წლიდან 3 წლამდე

პატარა აგრძელებს ყველაფრით დაინტერესებას. მას მთელი დღის განმავლობაში „ბუ-ბუ“-დან დაწყებული, დაკარგული სათამაშოებით დამთავრებული, ნებისმიერ რამეზე შეუძლია რომ გელაპარაკოთ. გააგრძელეთ მოთმინებით ყოფნა და შეეცადეთ მის ყველა კითხვას უპასუხოთ, რათა აგრძნობინოთ, რომ ის გადარდებთ და მისით ინტერესდებით.

3 წლიდან 4 წლამდე

ასაკის ამ ეტაპზე, ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ ზრდასრულებთან, შესაბამისად მათთან სასაუბრო თემები შეგიძლიათ უფრო სტრუქტურიზებული გქონდეთ. შეგიძლიათ დაუსვათ ისეთი სპეციფიური კითხვები, როგორიცაა: „რა გააკეთე დღეს ბაღში?“, „ისწავლე რაიმე ახალი თამაში?“, „რა წაგიკითხა მასწავლებელმა?“ – ეს კითხვები საშუალებას მოგცემთ ესაუბროთ მას წიგნებზე, მუსიკაზე და თამაშებზე.

როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, დარწმუნდით, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს თქვენთან ლაპარაკისას. ემეგობრეთ, მიეცით საშუალება იცოდნენ, რომ განაღვლებთ, რა ტრიალებს მათ გონებაში. ამის მეშვეობით ის დაგელაპარაკებათ მის შიშებზე და პრობლემებზე. უმჯობესია  თუ თქვენ იქნებით პირველი, ვისაც ის ამაზე მოუყვება.

შვილთან ასეთი ურთიერთობა მასთან დროის გატარებით მიიღწევა. ყველაზე ხშირად მშობლები დროის უქონლობას უჩივიან და ამბობენ, რომ მათ არ აქვთ შვილთან დიდი ხნის გატარების დრო. მაგრამ გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაატარებთ თქვენს პატარასთან, მთავარია ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

დამღლელი დღის მერე ნუ აარიდებთ თავს მის კითხვებს და სანაცვლოდ მობილურს ან სხვა გაჯეტს ნუ მისცემთ. ეცადეთ მოუყვეთ საინტერესო ამბები ამის ნაცვლად, თუნდაც, როგორ გაატარეთ დღე სამსახურში. ნახავთ, რომ მასთან საუბარი სულაც არ დაგღლით, პირიქით, სტრესსაც მოგიხსნით და მისი სწორი განვითარებისთვისაც სასიკეთო იქნება.