6 თვის ბავშვის კვება

6 თვის ბავშვის კვება

6 თვის ბავშვის კვება
ბუნებრივი კვება

მშობლების უმეტესობისთვის 6 თვის ბავშვის კვება საკმაოდ პრობლემატური საკითხია. ამ სტატიის საშუალებით, დაგეხმარებით სწორად შეადგინოთ ბავშვის კვების გეგმა.

ოგორი კვება სჭირდება 6 თვის ბავშვს?

6 თვის ასაკის ბავშვისთვის ბუნებრივი კვება მთავარი მკვებავი საშუალებაა. მყარი საკვები მხოლოდ დანამატია ამ ასაკის ბავშვისთვის, ბუნებრივი კი კვება აუცილებელია.

მარცვლეული

6 თვის ბავშვისთვის რეკომენდირებულია ფაფები და გერკულესი. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი ფაფას არ ღებულობს და ეს სრულიად ნორმალურია.

შეგიძლიათ არ მისცეთ ფაფა და  დაბლენდერებული საკვები შესთავაზოთ.

თუმცა, მარცვლეული პირველი საჭირო საკვებია. ის შეიცავს რკინას, რომელიც ბავშვის ორგანიზმისთვის ამ ასაკში საჭიროა.

ფაფის მომზადება შეგიძლიათ ბუნებრივი კვებით ან წყლის დამატებით.თუ ბავშვი მუდმივად ბუნებრივ კვებაზეა, შეეცადეთ პირველი რამდენიმე მცდელობა ბუნებრივი კვების გარეშე მისცეთ ფაფა.

ხილი და ბოსტნეული

ბავშვი და ბანანი

6 თვის ბავშვს უკვე შეგიძლიათ ხილიც შესთავაზოთ. პირველი, რაც შეგიძლიათ აჭამოთ  ბანანი ან ავოკადოა.

ბანანი ყოველი მომდევნო 3 დღის განმავლობაში აჭამეთ და არ მისცეთ სხვა ახალი საკვები. ეს დაგეხმარებათ  განსაზღვროთ თუ რომელ პროდუქტზე შეიძლება იყოს ბავშვი ალერგიული.

აუცილებელია, გაითვალისწინოთ 6-დან 12 თვემდე ბავშვები, რომლებიც არ მიიღებენ ორგანიზმში ბოსტნეულს ან ხილს, ისინი მოზარდობის დროსაც აღარ მიიღებენ.

ბავშვის მუდმივად ზრდასთან ერთად იზრდება მისი მოთხოვნილებები. ამიტომ, საჭიროა იცოდეთ თუ რითი და როგორ გამოკვებოთ 6 თვის ბავშვი.