კატეგორია: ბლოგი

ნივთები სამშობიაროში – რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში?

ნივთები სამშობიაროში – რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში? დადგა ჟამი, თქვენ უკვე სამშობიაროსკენ მიემგზავრებით და იმედია ყველა საჭირო ნივთი წინასწარ გაქვთ გამზადებული, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საორიენტაციო სიას, იმ ნივთებისა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ სამშობიარო სახლში. ეს სია საორიენტაციო და რა თქმა უნდა შეიძლება კორექტირებას დაექვემდებაროს, ინდივიდუალური სამშობიარო სახლისა და […]

ორსულობა ასაკში – 30 ან 35 წლის ზემოთ

ორსულობა ასაკში – 30 ან 35 წლის ზემოთ ორსულობა ასაკში შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული. არსებობს მოსაზრება, თითქოს 30 წლის ზემოთ რთულება დაორსულება და მშობიარობა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს მთლად  ასე არაა. მართალია, 30 წლის ზემოთ იზრდება გართულებების ალბათობა, ხოლო დაორსულების შანსი გარკვეულწილად კლებულობს, თუმცა 30 წლის ჯანმრთელ ქალებს სანერვიულო არაფერი აქვთ. რისკები უფრო […]

ბავშვის ტანსაცმელი – როგორ შევარჩიოთ ბავშვის ტანსაცმელი?

ბავშვის ტანსაცმელი – როგორ შევარჩიოთ? ბავშვის ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია ნებისმიერი მშობლისთვის. მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს მაქსიმალურად გამძლე და ჯანმრთელი, თქვენი ბავშვის კომფორტულობისთვის. ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ტანსაცმლის არჩევაში: ტანსაცმლის ზომები ტანსაცმლის შეძენისას აქტუალური საკითხია მისი ზომები, სხვადასხვა ქვეყანას და ბრენდს განსხვავებული ზომები აქვს, ამიტომაც ყურადღებით შეარჩიეთ თითოეული ბრენდის ტანსაცმელი, ზუსტად გაარკვიეთ […]

აუტიზმი – რა არის აუტიზმი?

აუტიზმი – რა არის აუტიზმი? აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, მისი გარკვეულწილად განდეგილობა, რომლის ნიშნებიც ვლინდება 1-2 წლის ასაკში. აუტიზმი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ძირითადი მიმართულებებით, როგორცაა საუბარი, თამაში, სოციალური ინტერაქცია. აღსანიშნავია, რომ აუტიზმის ნიშნები ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვებში. ხშირად საქართველოში ისე ხდება “აუტიზმის დიაგნოსტიკა”, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ […]

რა იწვევს აუტიზმს?

რა იწვევს აუტიზმს? განსხვავებული აზრი არის გავრცელებული სპეციალისტებში, თუ რა იწვევს აუტიზმს და როგორ არის უმჯობესი მისი მკურნალობა. თუმცა რაზეც ყველა თანხმდება, საჭიროა ადრეული და ინტესიური ინტერვენცია, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა და პრობლემის მიხედვა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგებიც. ბოლო პერიოდამდე, სპეციალისტების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ აუტიზმი მეტწილად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით, თუმცა ახალი კვლევების თანახმად, […]

ბავშვის საწოლი – როგორ შევარჩიოთ?

ბავშვის საწოლი – როგორ შევარჩიოთ? ბავშვის საწოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, როდესაც პატარას დაბადებას ელოდებით. თქვენმა ახალშობილმა ბავშვმა მასში მინიმუმ 2-3 წელი უნდა გაატაროს, ამიტომაც განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს მისთვის ლოგინის არჩევა. არჩევანია კი საკმაოდ დიდია, საქართველოში ძირითადად იყიდება ხის და პლასტმასის საწოლები, თუმცა ასევე ბაზარზე გვხვდება მეტალის და დეესპეს ლოგინები.შესაბამისად ფასებიც განსხვავდება საწოლების მასალის, […]

ქლამიდიოზი – რა არის ქლამიდია?

ქლამიდიოზი – რა არის ქლამიდია? ქლამიდიოზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია – ქლამიდია (chlamydia trachomatis). ქლამიდიოზი აავადებს, როგორც ქალებს, ისე კაცებს, ამიტომაც ქლამიდიოზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შემოწმნდეს თქვენი პარტნიორიც, რადგან დიდი ალბათობით, მასაც ექნება აღნიშნული ინფექცია. გენიტალიების გარდა ქლამიდიოზმა შესაძლოა დააზიანოს ანუსის ხვრელი, ყელის უკანა კედელი და თვალები. ქლამიდიას ახასიათებს უსიმპტომოდ ყოფნა, ამიტომაც შესაძლებელია თქვენ […]

ორსულობა – ორსულობის მე-9 თვე

ორსულობა – ორსულობის მე-9 თვე უკვე მე-9 თვეა? დიახ, დრო სწრაფად მიფრინავს, უკვე დადგა ნანატრი ჟამი, თქვენ მალე დედა გახდებით!!  ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა სწორედ ის დღე იყოს, როდესაც თქვენ პატარა მოევლინება ამ სამყაროს. 36-ე კვირიდან დაწყებული თქვენ უფრო აქტიურად უნდა მოემზადოთ დედობისთვის, მიიღეთ ინფორმაცია ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ, შეხვდით თქვენს ექიმს და გაიარეთ საბოლოო […]

ოჯახი და კარიერა

ოჯახი და კარიერა ოჯახი და კარიერა ორი მნიშვნელოვანი სფერო, რომელთა შორის ბალანსის დაცვა ერთ-ერთი არსებითი საკითხია ნებისმიერი ადამიანისთვის. ოჯახი თუ კარიერა? საკითხის ასე დაყენება არ არის სწორი. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია. თქვენ უფრო იმაზე უნდა იფიქროთ, როგორ მოახდინოთ სწორი ბალანსი, რის შესახებაც გვსურს ამ სტატიაში ვისაუბროთ. რა არის კარიერა? კარიერა ეს არის თქვენთვის საინტერესო […]

ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე

ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე ბავშვის კვება უმნიშვნელოვანესი საკითხია მშობლებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და სწორედ ჩამოყალიბების თვალსაზრისით. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ბავშვის კვებაზე 1-დან 3 წლამდე. მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვის კვების შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით იშვითად მიმართავენ სპეციალისტებს. ამიტომ პატარა ხშირად ჭარბად ან ერთგვაროვნად იკვებება. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ანემია, […]

სექსი ორსულობის დროს

სექსი ორსულობის დროს – უსაფრთხოა თუ არა სექსი ორსულობის დროს? ორსულთა უმეტესობას აინტერესბს, რამდენად უსაფრთხოა სექსი ორსულობის დროს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ორსულობის დროს სექსი უსაფრთხოა, თუ არ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც იწვევს გართულებებს: სექსუალური დაავადებების მქონე პარტნიორი (ქლამიდიოზი, სიფილისი და ა.შ); საშვილოსნოს ყელის დაავადებები; საეჭვო  სისხლდენა ან გამონადენი; ტკივილები მუცლის არეში; რამდენიმე ნაყოფის არსებობა; წარსული […]

ბავშვის განვითარება – 4 წელი

ბავშვის განვითარება – 4 წელი ბავშვის განვითარება 4 წლის ასაკში განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება, მან უკვე მიაღწია განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. განივიხლოთ დეტალურად: სოციალური ადაპტაცია ამ ასაკში ბავშვის სოციალური ადაპტაცია სხვადასხვა კუთხით ვლინდება, მათ შორის: რიგის დაკავება სათამაშო მოედანზე, ატრაქციონებზე სათამაშოს თხოვება მისალმება / კომუნიკაციაში შესვლა კითხვების დასმა – კითხვების შინაარსი იცვლება. თვითკონტროლის ელემენტები მოტორული უნარები: საკუთარი […]