WHITE GLO – შეიყვარეთ თქვენი ღიმილი

WHITE GLO – შეიყვარეთ თქვენი ღიმილი

დღევანდელ დინამიურ და ელვასავით სწრაფად მიმავალ ყოველდღიურობაში, კბილების ბუნებრივი სითეთრის შენარჩუნება რთული ამოცანაა.

კიდევ უფრო რთული ხდება კვების რაციონის სწორად შერჩევა და კონტროლი, დროის გამოყოფა ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის, რასაც თავისთავად გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ღიმილი.

ეს კი მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში თეთრი კბილები წარმატებული და ბედნიერი ადამიანების სიმბოლოდ აღიქმება და გარკვეულწილად ბევრს საუბრობს თავად ადამიანზე.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და სამედიცინო მიღწევებმა უზრუნველყო ის, რომ თითოეულ ადამიანს საშუალება აქვს დაიბრუნოს და შეინარჩუნოს კბილების სითეთრე სახლის პირობებში, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში.

თუმცა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც ემალს არ ასუსტებს და აზიანებს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ლიდერად აღიარებულ, ავსტრალიულ ბრენდს WHITE GLO, რომლის მრავალფეროვანი და  ეფექტური პროდუქცია, დაგეხმარებათ კბილების გათეთრებასთან ერთად იზრუნოთ კბილების სიჯანსაღეზეც.

მიმოვიხილოთ White Glo-ს  სხვადასხვა პროდუქტი:

პროფესიული არჩევანიკბილის მათეთრებელი პასტა

აღიარებულია ბაზრის ლიდერად და შექმნილია სპეაციალურად მოდელებისა და მსახიობებისათვის.

ბრილიანტის სერიის სისტემა

მათეთრებელ კბილის პასტასთან ერთად მოიცავს მათეთრებელ ყალიბს. ფორმულა შექმნილია ინგრედიენტებით, რომლებსაც სტომატოლოგები იყენებენ სწრაფი მათეთრებელი ეფექტის მისაღწევად. ყალიბი იდეალურად იმეორებს პირის ღრუს ფორმას და მის გამოყენებას შეძლებთ ნებისმიერ დროს.

ფორმულა ყავისა და ჩაის მომხმარებელთათვის

არ შეგიძლიათ  ყავისა და ჩაის გარეშე, მაგრამ ღელავთ თქვენი კბილების მდგომარეობაზე? ექსკლუზიური დამცავი ფორმულა დაიცავს თქვენს კბილებს სიყვითლის ხელახალი წარმოშობისგან და უზრუნველყოფს ბუნებრივი სითეთრის შენარჩუნებას.

ფორმულა მწეველთათვის.

თუ ხართ მწეველი და ღელავთ თქვენს კბილებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ WHITE GLO-ს ფორმულა მწეველთათვის.

ხელს უწყობს სიგარეტის მოხმარებისგან წარმოქმნილი ნადების აღმოფხვრას და აქრობს მოწევისაგან გამოწვეულ არასიამოვნო სუნთქვას.

ღრმა  ნადების   საწინაღმდეგო კბილის პასტა

კბილების შეფერილობის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნადების არსებობაა. ღრმა  ნადების   საწინაღმდეგო კბილის პასტა დაგეხამრებათ დაიცვათ კბილები ღრმა ნადებისაგან. ხის ნახშირის აქტიური ნაწილაკები ხელს უწყობს პირის ღრუს დეტოქსიკაციას და ხელს უშლის ღრმა ნადების წარმოქმნას.

ამასთანავე, WHITE GLO-ს პროდუქტების სიაში შეხვდებით სხვადასხვა აქსესუარებსა და მათეთრებელ სავლებებს, რომლებიც მათეთრებლობასთან ერთად სხვა დადებითი თვისებებით გამოირჩევიან.

იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა მიზეზი თქვენი ღიმილის შესაყვარებლად, საჭიროა მხოლოდ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და შესაბამისი მათეთრებელი კბილის პასტა და შედეგი თავად შეაფასოთ.

სად შევიძინოთ White Glo-ს პროდუქცია?

White-glo-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ობიექტებში:

  • სუფთა სახლი;
  • სმარტი;
  • მაღაზია ზღაპარი;
  • გუდვილი;
  • ჯორჯიტა;
  • აგროჰაბი;
  • ავერსი ფარმა;
  • თემქის უნივერსამი;
  • მწვანე მარკეტი;
  • ვეჯინი;
  • ევროპროდუქტი;
  • ნეოფარმი;

ფასები განსხვავდება ობიექტების მიხედვით.