კბილის ამოსვლა – პირველი კბილი

კბილის ამოსვლა – პირველი კბილი

კბილის ამოსვლა

პირველი კბილის ამოსვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია თქვენი პატარის ცხოვრებაში.

ამიტომაც, აუცილებელია ნებისმიერმა მშობელმა იცოდეს თუ რა უნდა მოიმოქმედოს ამ ვითარებაში, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როდის იწყებს პირველი კბილი ამოსვლას?

პატარების უმრავლესობას პირველი კბილი 4-7 თვის ასაკში ამოსდის.

კბილების ამოსვლა ასეთი თანმიმდევრობით მიმდინარეობს: ჯერ ქვედა, ხოლო შემდგომ ზედა ორი შუა კბილი იწყებს ამოსვლას, ამის შემდგომ კი, სხვა დანარჩენი კბილებიც ამოსდის ბავშვს.

ბოლო კბილები ამოსვლას 2 წლის ასაკიდან იწყებს და 3 წლისთვის თქვენს პატარას საშუალოდ 20 – მდე კბილი ექნება. კბილების ახლით გამოცვლა და თავიდან ჩამოყალიბება, კი 6 წლის ასაკიდან იწყება.

რა ნიშნები ახასიათებს კბილის ამოსვლას?

კბილების ამოსვლას ხშირად მისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო  ნიშნები აქვს, თუმცა ზოგიერთი პატარა მხოლოდ მცირე დისკომფორტს განიცდის ამ დროს.

ეს ნიშნებია:

  • გაღიზიანება
  • ნერწყვის გამოყოფა
  • ღრძილების შეშუპება
  • მადის დაქვეითება
  • უძილობა

ბევრს აინტერესებს, რამდენად სიმართლეა რომ კბილის ამოსვლა იწვევს ციებ-ცხელებას , დიარეას ან გაციებას?

მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ სანამ კბილი დაიწყებს ამოსვლას ბავშვისთვის დამახასიათებელია გაციება, დიარეა ან ციებ-ცხელება, თუმცა, ამის მეცნიერული დასტური არ არსებობს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის თანახმად, შესაძლებელია თქვენს პატარას ტემპერატურის მატება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, დიარეა და გაციება კბილის ამოსვლისთვის არ არის ნორმალური სიმპტომები.  თუ თქვენს ბავშვს სხვა სიმპტომებთან ერთად ახასიათებს მადის დაქვეითება, უხალისობა ან დიარეა, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს კბილების ამოსვლით გამოწვეული ტკივილი?

  • მიეცით თქვენს პატარას ნივთი, რომელსაც დაღეჭავს, რეკომენდირებულია – მყარი რეზინის კბილების რგოლი.
  • თუ თქვენი ბავშვი ცოტა მოზრდილია მიეცით ცივი საკვები, იუგურტი ან ვაშლის სოუსი.
  • თუ იგი იმდენად მოზრდილია, რომ მას შეუძლია მიირთვას საკვები საკუთარი ხელით, მიეცით ნაკლებად ტკბილი საკვები და ყურადღებით იყავით ამ დროს მის მიმართ.

გახსოვდეთ, კბილის ამოსვლას ახასიათებს ინდივიდუალური, მათ შორის უსიამოვნო ნიშნები და მშობლისგან დიდ ყურადღებას საჭიროებს. გაითვალისიწნეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ შეუმსუბუქოთ თქვენს პატარას, კბილის ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილი.