ბავშვის კბილის მოვლა

ბავშვის კბილის მოვლა

ჯანსაღი კბილები მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. პირის ღრუზე ზრუნვა მას ზრდასთან ერთად კარგ სტომატოლოგიურ ჩვევებს ჩამოუყალიბებს. მოუვლელი პირის ღრუ იწვევს ინფექციებსა და სხვა სტომატოლოგიურ პრობლემებს.

კბილის მოვლაგახადეთ სტომატოლოგიური ჰიგიენის შენარჩუნება სახალისო პროცესი თქვენი შვილისთვის ამ რჩევებით:

  • მიეცით უფლება მას, რომ თავად შეარჩიოს კბილის ჯაგრისი. ასე ის შეძლებს შეარჩიოს მისი საყვარელი ფერი ან საყვარელი პერსონაჟის გამოსახულება.
  • ჯაგრისთან ერთად პასტის არჩევის საშუალებაც მიეცით, რათა სასურველ არომატზე შეჯერდეს.
  • დაინიშნეთ ტაიმერი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა კბილებს 2 წუთის განმავლობაში იხეხავს, ან ჩაურთეთ მისი საყვარელი სიმღერა, რათა ეს პროცესი უფრო სახალისო გახდეს.
  • დააჯილდოვეთ პატარა პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, ოღონდ ნუ მისცემთ საკვებს ან ტკბილეულს. ეცადეთ, რაიმე ჯანაღი შესთავაზოთ, მაგალითად ვაშლის ნაჭერი ან ოქროს ვარსკვლავი, რომელსაც დღიურში ჩაუკრავთ.
  • დაგეგმეთ სახალისო აქტივობა თქვენი ბავშვის სტომატოლოგიური ვიზიტის შემდეგ.

კბილის გახეხვა

თქვენი შვილის სტომატოლოგიურ ჰიგიენაზე ზრუნვა მისი კბილების ამოსვლიდანვე უნდა დაიწყოთ. გამოიყენეთ რბილი, ბავშვის ზომის კბილის ჯაგრისი 1 ან 2 წლამდე. დღეში 2-ჯერ მისი კბილები წყლით უნდა გახეხოთ, ასევე, შეგიძლიათ უფლუოდო კბილის პასტის გამოყენებაც, რადგან ის უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუკი პატარა მას გადაყლაპავს.

როცა თქვენი პატარა საკმარისად დიდი იქნება იმისთვის, რომ კბილის პასტის გადმოფურთხება შეძლოს, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ფლუოდიანითაც. ასწავლეთ მას როგორ გამოიყენოს ჯაგრისი სწორად, რომ კბილებთან ერთად ენა და ღრძილებიც უნდა გაისუფთავოს.

მას ამ საქმეში დახმარება 7-8 წლამდე დასჭირდება, ამის შემდეგ იგი თავად შეძლებს ამ რუტინის შესრულებას და დროა, პატარა ჯაგრისი დიდით ჩაუნაცვლოთ.

არ დაგავიწყეთ, ჯაგრისი ყოველ 3-6 თვეში უნდა შეცვალოთ.

გამოხეხვასთან ერთად, ასევე, აუცილებელია კბილების გამოწმენდაც სპეციალური სტომატოლოგიური ძაფით. ასწავლეთ თქვენს შვილს მისი მოხმარება და დღეში ერთხელ მოუწოდეთ ამ პროცედურისკენ. ეს საჭიროა კბილებს შორის დატოვებული ნარჩენების ამოსუფთავებისთვის.

დიეტა

ბავშვები, რომლებიც გადამეტებულად მიირთმევენ ტკბილ საჭმელსა და სასმელს, ყველაზე ხშირია მათში გამოხრული და გაფუჭებული კბილები, ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ კარგ სტომატოლოგიურ ჰიგიენას კარგად შერჩეული კვების რაციონიც დავახმაროთ.

თავიდან აირიდეთ ზედმეტი შაქარი. მოარიდეთ თქვენი შვილი გაზიან და ტკბილ სასმელებს. ასევე, შეუზღუდეთ სასუსნავებიც. ხოლო მათი ჭამის შემდეგ აუცილებლად გაისუფთავოს კბილები.

საღეჭი რეზინი უსაფრთხოა მოზრდილი ბავშვებისთვის, მას გააჩნია შემდეგი ბენეფიტები:

  • აძლიერებს ყბას
  • ეხმარება ნერწყვის გამოყოფას
  • ასუფთავებს პირის ღრუს საჭმლის ნარჩენებისგან
  • აბალანსებს მჟავიანობას, რაც კბილებისთვის სასარგებლოა
  • აუმჯობესებს სუნთქვას

თუმცა საღეჭი რეზინი, რომელიც შაქარს შეიცავს ასევე შეიძლება გახდეს კბილების გაფუჭების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.

ამიტომ შეეცადეთ, შაქრიანი საღეჭრი რეზინი ნაკლებად მისცეთ თქვენს შვილს.

ექიმთან ვიზიტი

სტომატოლოგთან ბავშვობიდანვე ვიზიტები, თქვენს შვილს დაეხმარება შემდგომში უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი, როდესაც მსგავსი პროცედურა დასჭირდება. ამით მას გამოუმუშავდება ჩვევა, რომ რეგულარულად ეჩვენოს სტომატოლოგს.

წელიწადში ერთხელ ყველასთვის აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს თუ:

  • თქვენს შვილს სტკივა კბილი ან აქვს პირის ღრუს ინფექცია.
  • თუ კი მას ისეთი კბილი მოსძვრება, რომელიც მოსაცვლელი აღარ აქვს, ჩადეთ იგი რძეში და წაიღეთ სტომატოლოგთან, რადგან, შესაძლოა, მან მისი აღდგენა შეძლოს.

კითხვები, რომელიც თქვენი შვილის სტომატოლოგს უნდა დაუსვათ:

  • რომელი ტიპის ჯაგრისია ჩემი შვილისთვის საუკეთესო?
  • შეუძლია მას პირის ღრუს სავლების გამოყენება?
  • არის თუ არა ჩემი შვილი კბილის გაფუჭების მაღალი რისკის ქვეშ?
  • რამდენად ხშირად უნდა მოვიყვანო ის სტომატოლოგთან?
  • არის თუ არა სტომატოლოგიური რენტგენი უსაფრთხო ბავშვისთვის?
  • შეიძლება თუ არა რომ მან საღეჭი რეზინი დაღეჭოს?

ამრიგად, სტომატოლოგიურ ჰიგიენაზე ზრუნვა, როგორც ხედავთ, სულ მთლად პატარა ასაკიდან იწყება და ეს არა მარტო უზრუნველყოფს თქვენი შვილის პირის ღრუს ჰიგიენას, არამედ ეჩვევა რუტინულობასა და ისეთ პასუხისმგებლობასთან შეჭიდებას, როგორიცაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *