აუტიზმი – რა არის აუტიზმი?

აუტიზმი – რა არის აუტიზმი?

აუტიზმი

აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, მისი გარკვეულწილად განდეგილობა, რომლის ნიშნებიც ვლინდება 1-2 წლის ასაკში.

აუტიზმი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ძირითადი მიმართულებებით, როგორცაა საუბარი, თამაში, სოციალური ინტერაქცია.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმის ნიშნები ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვებში.
ხშირად საქართველოში ისე ხდება “აუტიზმის დიაგნოსტიკა”, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ახასიათებს გარკვეული ინდივიდუალური თავისებურებები, რაც ექიმების მიერ არასწორედ მიიჩნევა აუტიზმის ნიშნებად. 

როგორია აუტიზმის ადრეული ნიშნები?

თქვენი ბავშვი არ ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

  • კვების დროს არიდებს თვალის კონტაქტს და არ გპასუხობთ ღიმილზე ღიმილით;
  • სახელით დაძახებისას არ აქვს რეაქცია;
  • თვალს არ ადევნებს თქვენს ჟესტიკულაციებს;
  • კომუნიკაციის ელემენტებზე არ რეაგირებს (დამშვიდობება, მისალმება და ა.შ);
  • ხმაურით არ ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას;
  • არ ახდენს თქვენი მოძრაობების და მიმიკების იმიტაციას;
  • არ უყვარს თამაში სხვა ბავშვებთან;
  • ყურადღებას არ იჩენს თქვენი და სხვა ბავშვების მიმართ.

 

რა იწვევს აუტიზმს?

როგორ მოვიქცეთ?

როგორც მშობელი რთულია იმის დაჯერება, რომ თქვენ ბავშვს აქვს პრობლემა, თუმცა როდესაც საუბარია აუტიზმზე, მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება.

მართალია, აუტიზმის ქრონიკური პათოლოგიაა და მისი განკურნება ვერ მოხერხდება, თუმცა ეფექტების არსებითად შემცირება და არსებითი შედეგების მიღება მაინც შესაძლებელია.

გახსოვდეთ, რომ აუტიზმით სრულფასოვანი ცხოვრება ჩვეულებრივ არის შესაძლებელი, ისევე, როგორც ამას ახერხებდნენ ისეთი ცნობილი აუტისტი ადამიანები, როგორიცაა:

  • ჰანს კრისტიან ანდერსონი
  • ტიმ ბარტონი
  • ჩარლს დარვინი
  • ალბერტ აინშტაინი
  • ბილ გეითსი
  • თომას ჯეფერსონი
  • სტივ ჯობსი
  • მიქელანჯელო
  • მოცარტი
  • ნიკოლა თესლა
  • და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი