აცრის გართულება – აცრის შემდგომი გართულებები

აცრის გართულება – აცრის შემდგომი გართულებები

აცრის გართულებაწლების წინ არსებობდა დაავადებები, რომელთაც მილიონობით ბავშვის სიცოცხლე ეწირებოდა.

ადამიანს გააჩნია ბუნებრივი იმუნური სისტემა, რომელიც სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს.

დღეს, სიცოცხლის დაზღვევას ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, მშობლების დიდი ნაწილი არ არის დარმწუნებული მის უსაფრთხოებაში.

როგორც წესი, აცრას თან ახლავს გვერდითი მოვლენები.

თუმცა, იგი დაავადებათა საბრძოლველი უალტერნატივო იარაღია.

აღნიშნულ სტატიაში გაიგებთ კონკრეტულად რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმში მოხვედრილი სხეულები.

ჯანმრთელობის კვლევა

იმისათვის, რომ თქვენი შვილისთვის აცრა უსაფრთხო იყოს, აუცილებელია ვაქცინის გაკეთებამდე სრულყოფილად გამოიკვლიოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პედიატრის მეთვალყურეობით შეამოწმეთ   სისხლის საერთო ანალიზი და ყველა პროფილაქტიკური კვლევა.

თუ პატარა სრულიად ჯანმრთელია შეგიძლიათ ნაბიჯი თამამად გადადგათ.

ამ შემთხვევაში აცრას არ აქვს დაავადების გამოწვევის უნარი. საფრთხე რაც წინა წლებში არსებობა 0-მდე შემცირებულია.

აცრის გართულების ფორმები

მართალია, სწორად შენახული და კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობით გაკეთებული აცრა უსაფრთხოა, თუმცა, მას მაინც ახლავს გართულებები.

პოსტ ვაქცინის პერიოდში ტემპერატურის მცირე მომატება და მტკივნეულობა ინექციის ადგილზე საგანგაშო არ არის!

იგი არის იმუნური პასუხის გამომუშავების წარმატებული რეაქცია.

იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება 4 ჯგუფად, ესენია:

  • ვაქცინით გამოწევული გვერდითი რეაქციები;
  • ვაქცინით პროვოცირებული გვერდითი რეაქციები;
  • ვაქცინაციის შეცდომასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები;
  • ვაქცინაციასთან შემთხვევითი თანხვედრით გამოწვეული გვერდითი რეაქციები.

არ შეშინდეთ, თუ თქვენს პატარას გამოუვლინდა აცრის გვერდითი მოვლენები.

ანტისხეულების შეყვანისას ვაქცინის  ადგილობრივი მოვლენები ვითარდება 24სთ-ის შემდეგ და ქრება 2-7 დღეში, ხოლო ტემპერატურა და ინტოქსიკაციის ნიშნები ნარჩუნდება 24-48საათი.

საკმაოდ გახშირებული ინფექციებისთვის, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ახალშობილთა ტეტანუსი, ჰეპატიტი B და პოლიომიელიტი ვაქცინის შეყვანა დადებით შედეგებს უფრო ზრდის, ვიდრე პოსტვაქცინური რეაქციებისა და გართულებების ალბათობაა.

პოსტვაქცინურ გართულებებს, ასევე, მიეკუთხვენა:

  • ალერგიული ნიშნები:გამონაყარი კანზე(ჭინჭრის ციება, ეგზემა), სუნთქვის გაძნელება;
  • ხანგრძლივი ტირილი: 3 სთ-ზე მეტ ხანს უწყვეტი მუდმივი ტირილი ყვირილის თანხლებით;
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი: იმუნიზაციიდან რამდნეიმე საათში განვითარებული უეცარი დაავადება ცხელებით, პირღებინებით და წყლოვანი განავლით.

გახსოვდეთ, აცრების ჩატარების საკითხს უნდა წყვეტდეს პედიატრი!

გათვალისწინებული უნდა იქნას ყოველ კოკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ინდივიდუალობა, ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაცია  და სხვა გარემოებები.