ბავშვის ტანსაცმელი – როგორ შევარჩიოთ ბავშვის ტანსაცმელი?

ბავშვის ტანსაცმელი – როგორ შევარჩიოთ?

ბავშვის ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია ნებისმიერი მშობლისთვის. მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს მაქსიმალურად გამძლე და ჯანმრთელი, თქვენი ბავშვის კომფორტულობისთვის.

ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ტანსაცმლის არჩევაში:

ტანსაცმლის ზომები

ტანსაცმლის შეძენისას აქტუალური საკითხია მისი ზომები, სხვადასხვა ქვეყანას და ბრენდს განსხვავებული ზომები აქვს, ამიტომაც ყურადღებით შეარჩიეთ თითოეული ბრენდის ტანსაცმელი, ზუსტად გაარკვიეთ რომელი სტანდარტით არის მითითებული ზომები ეტიკეტზე.

ჩვენი რჩევა: ზომის განსაზღვრა განსაკუთრებით ჯერ არ დაბადებული ბავშვის შემთხვევაში ძალიან რთულია.

უკეთესი იქნება შედარებით დიდი ზომის არჩევა ან თუ საშუალებას იძლევა კონკრეტული მაღაზია, სხვადასხვა ზომების ყიდვა, პატარა ზომების დაბრუნების პერსპექტივით.

დიდი ზომის ტანსაცმლის შეძენა იმ კუთხითაც არის უკეთესი, რომ ბავშვი ამ ასაკში დიდი ტემპებით იზრდება, შესაბამისად პატარა ზომის ტანსაცმელი მალე გამოუსადეგარი ხდება.

ნატურალური ქსოვილი

პატარა ბავშვის კანი ძალიან ნაზია, იგი მარტივად ღიზიანდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის შერჩევა მათთვის, როგორიცაა ბამბა (კოტონი).

ჩვენ გირჩევთ: 2 წლამდე ბავშვისთვის მხოლოდ 100% -იანი ბამბის ტანსაცმელი შეიძინოთ, ხოლო შემდგომ შესაძლებელია უკვე შერეული ქსოვილის მქონე ტანსაცმლის შეძენაც.

ტანსაცმლის შეძენა წინასწარ

ბავშვის ტანსაცმლის შეძენა ბევრი დედის საყვარელი საქმეა, ხშირად შეხვდებით საინტერესო ტანისამოსს, მათ შორის აქციებითა და ფასდაკლებებით.

ასეთ შემთხვევაში ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ იყიდიოთ ტანისამოსი წინასწარ, ბავშვის დაბადებამდე ან ტანსაცმლის ჩასაცმელი სეზონის დადგომამდე.

ტანსაცმლის წინასწარ შეძენისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, თქვენ არ იცით რა ზომის დაიბადება ბავშვი ან რამდენად სწრაფად გაიზრდება იგი, ამიტომაც ყოველთვის უმჯობესი იქნება შედარებით დიდი ზომების ყიდვა.

ტანსაცმლის სიმარტივე

პატარა ბავშვის შემთხვევაში, პრიორიტეტულია ტანსაცმლის სიმარტივე და კომფორტულობა, ვიდრე ვიზუალი. აქედან გამომდინარე, მოერიდეთ ბევრი და რთული დეტალის მქონე ტანსაცმელს, უპირატესობა მიანიჭეთ მარტივად მოსახმარ ჩასაცმელს.

ამიტომაც, ერთ წლამდე არ არის სასურველი ბავშვს სხვდასახვა დეტალებითა და ქსოვილებით გაფორმებული ტანსაცმელი შეუძინოთ.

ტანსაცმლის ფერი

ზოგადად გოგონებისთვის ვარდისფერი, ხოლო ბიჭებისთვის ცისფერი ფერია ყველაზე გავრცელებული მთელ მსოფლიოში, თუმცა ფერის შერჩევა მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია არ შეარჩიოთ მუქი და მძიმე ფერები, როგორიცაა მაგალითად შავი.

ბოდე

თუ თქვენი პატარის ტანსაცმლის ძიება უკვე დაიწყეთ, გეცოდინებათ თუ რა როლს ასრულებენ ბოდეები თქვენი ბავშვის გარდეროფში. მათი გამოყენება მაქსიმალურად კომფორტულია, ხოლო მათი ღირებულება მისაღება, მათ შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა.

ჩვენი რჩევა: შეიძინეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის 100% კოტონის ბოდეები. მოერიდეთ ბაზრობებს, შენაძენი გააკეთეთ ცნობილ უცხოურ ონლაინ შოპებში ან მაღაზიებში.

სად ვიყიდოთ?

ტანსაცმლის ყიდვა შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, ისე ბაზრობებზე, ასევე მესამე ალტერნატივაა ონლაინ შოპების მეშვეობით გამოწერა (მათ შორის უცხოეთიდან).

ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია ბაზრობებზეა, მათ შორის გაყალბებული ბრენდირებული პროდუქცია, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მაღაზიებსა და სანდო უცხოურ ონლაინ შოპებში.

ფასი?

ფასის მხრივ ყველაზე იაფი პროდუქცია ბაზრობებზეა განთავსებული, თუმცა ფასდაკლებების არსებობისას, იგივე ფასში არის შესაძლებელი უკეთესი პროდუქციის შეძენა მაღაზიებში და ონლაინ შოპებში.