თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუმცა, საკმაოდ შემაწუხებელი. ქალების უმეტესობას ეს პრობლემა მშობიარობიდან 4-5 თვეში ეწყება. თმის ცვენა საშუალოდ სამი თვის მანძილზე გრძელდება, თუმცა ეს შეიძლება ბავშვის პირველ დაბადების დღემდეც კი გაგრძელდეს. რა იწვევს თმის ცვენას მშობიარობის შემდეგ? ჩვენი თმის 85-95% მუდმივად იზრდება, დარჩენილი 5-15% კი ე.წ. დასვენების ფაზაშია. […]
Author Archives: Natia125
საზაფხულო ალერგია ალერგიულ რეაქციას, რომელიც რომელიმე კონკრეტულ სეზონზე იჩენს თავს, სეზონურ ალერგიას უწოდებენ. წელიწადის სხვადასხვა დროს, ალერგიის მიზეზი განსხვავებულია, თუმცა ადამიანების უმეტესობისთვის, ამ მხრივ, შედარებით მშვიდია შემოდგომა და ზამთარი. მდგომარეობა გაზაფხულის დადგომასთან ერთად უარესდება და პიკს ზაფხულში აღწევს. ყველაზე ხშირად ზაფხულის სეზონის ალერგიის მიზეზი ხდება მზე და ზაფხულის პერიოდში მოყვავილე მცენარის მტვერი. როგორ უნდა მოვიქცეთ […]
ბავშვის ლაპარაკი ბავშვი ლაპარაკს თავისი ცხოვრების პირველ ორ წელში იწყებს. იქამდე კი, სანამ ის პირველ სიტყვას იტყვის, თქვენი შვილი გაკვირდებათ და სასაუბრო ენის მნიშვნელობასა და კომუნიკაციის ფორმებს თქვენგან სწავლობს. თავიდან, ბავშვი ტირილით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას, შემდეგ კი – ღუღუნით. 6 თვის ასაკში უკვე შესაძლებელია ამ გაუგებარ ბგერებში „დედა“ ან „მამა“ გაიგონოთ. როგორ სწავლობს ბავშვი […]
გრიპის აცრა ინფლუენზა (გრიპი) სეზონური ვირუსული დაავადებაა და ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით (ცემინება, ხველება, ლაპარაკი, სუნთქვა) ვრცელდება. გრიპის სიმპტომებია ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ხველება, სურდო, თავის ტკივილი, დაღლილობა და კუნთების ტკივილი. გართულების შემთხვევაში ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ყურის ან სასუნთქი გზების ანთება, ფილტვების ანთება და სიკვდილიც კი. რატომ უნდა ავცრათ ბავშვები გრიპზე ყოველწლიურად? ბავშვები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, რაც […]
ორსულობა – ორსულობის მეორე თვე ორსულობის მეორე თვეში თქვენი პატარა ძალიან დაკავებულია. ამ თვეში ის პლაცენტის, შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას იწყებს. თუ მე-7 ან მე-8 კვირისთვის ექოსკოპიას დაგეგმავთ, დიდი ალბათობით გულისცემასაც მოისმენთ. ასევე, იწყება თქვენი პატარას სახის ნაკვთების, თვალების, ხელებისა და ფეხების ჩამოყალიბება. მე-7 კვირის ბოლოს კი თქვენს შვილს უკვე ექნება ჭიპლარი, რომელიც […]
ორსულობის პირველი თვე ორსულობის პირველი თვე დიდი ალბათობით ისე ჩაივლის, რომ არ გეცოდინებათ თუ რა დიდი ამბები ხდება თქვენს სხეულში. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ორსულობა იქამდე იწყება, სანამ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება. სწორედ ამიტომ, თუ თვის ბოლოს ექიმთან მიხვალთ, ის თქვენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან დაითვლის ორსულობის ვადას. ორსულობის პირველ ორ კვირაში სხეული ოვულაციისთვის და განაყოფიერებისთვის ემზადება. კვერცხუჯრედის […]
ბავშვთა დაცვის დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ერთი მიზნით – რომ გავამახვილოთ ყურადღება ბავშვთა კეთილდღეობასა და მათი უფლებების დაცვაზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, ეს დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება. ეს თარიღი ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წელს დააწესა და 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ალტერნატიული თარიღი აქვს დაწესებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაეროს) – 20 ნოემბერი. ორგანიზაცია […]
ორსულობის 11 ნიშანი – ორსულად ვარ? ორსულად ვარ? ორსულობის ზოგიერთი ადრეული სიმპტომი დაახლოებით იმ დროისთვის ვლინდება, როდესაც მენსტრუაციას ელოდებით. ქალების დაახლოებით 60% ამ სიმპტომებიდან ზოგიერთს 6 კვირის ვადაზე გრძნობს, მათი 90% კი 8 კვირის ვადაზე. თუ ზუსტად არ გახსოვთ ბოლო მენსტრუაციის თარიღი, ან არარეგულარული ციკლი გაქვთ, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილს სიმპტომებს გრძნობთ, უმჯობესია ორსულობის ტესტი გაიკეთოთ. […]