ბავშვის ჰიგიენა – 7 ოქროს წესი ბავშვის ჰიგიენა უმნიშვნელოვანესი და საყურადღებო საკითხია ნებისმიერი მშობლისთვის. სპეციალისტების მოსაზრებით, ბავშვის “ზედმეტად სუფთად” ყოფნა არის ცუდი, რადგან მისი იმუნური სისტემა ვითარდება მიკრობებთან ბრძოლის დროს, რაც აძლიერებს მას სხვადასხვა დაავადებების მიმართ ბრძოლისთვის, ასევე ამცირებს ალერგიულობის რისკებს. წინამდებარე სტატშია წარმოგიდგენთ ბავშვის ჰიგიენის 7 ოქროსს წესს, რომელიც დაგეხმარებათ ამყოფოთ თქვენი ბავშვი მაქსიმალურად […]
Author Archives: kids
ხელოვნური კვება დედის რძე თქვენი პატარებისთვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზით დედას არ შეუძლია ბავშვის გამოკვება, მაშინ საკვების ერთადერთი ალტერნატივა ხდება ხელოვნური კვება. რა არის ხელოვნური კვება? ხელოვნური კვება არის დედის კვების ალტერნატივა. საკვები დამზადებულია ისე, რომ მაქსიმალურად ანაცვლებდეს დედის რძეს, მის შემცველობას. თუმცა დედის რძე უნიკალური პროდუქტია და მისი სრულიად დუბლირება შეუძლებელია, […]
ახალშობილი ბავშვის ძილი – 6 საიდუმლო ახალშობილი ბავშვის ძილი პრობლემული საკითხია ბევრი მშობლისთვის. თქვენი პატარა ხშირად გაიღვიძებს და დასჭირდება თქვენი დახმარება კვლავ დაძინებაში. ეს იმიტომ, რომ ახალშობილ ბავშვებს არ შეუძლიათ დიდი ხანი ძილი, კვების გარეშე. ყველაზე ჯანმრთელი და კარგად აღზრდილი ბავშვებიც კი, მხოლოდ 4-6 თვიდან იწყებენ, ღამის განმავლობაში გადაბმულად 10-12 საათიან ძილს. ეს ნიშნავს, იმას, […]
ბავშვის ბოთლი – როგორ შევარჩიოთ ბოთლი? ბავშვის ბოთლი აქტუალური ხდება, როდესაც ბავშვის გადაყვანა ხდება ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე. ასეთ დროს ბავშვის გამოკვება ხორციელდება შესაბამისი ბოთლის მეშვეობით, ამიტომაც ბავშვის ბოთლის შერჩევა დიდი მნიშვნელობის მქონეა პატარას სწორი კვებისა და ჯანმრთელობისთვის. ბოთლის მასალა ბოთლები შესაძლებელია დამზადებული იყოს, როგორც შუშის, ისე პლასტმასისაგან. ასევე არსებობს უჟანგავი რკინის ბოთლებიც, თუმცა ისინი ნაკლებად […]
ნივთები სამშობიაროში – რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში? დადგა ჟამი, თქვენ უკვე სამშობიაროსკენ მიემგზავრებით და იმედია ყველა საჭირო ნივთი წინასწარ გაქვთ გამზადებული, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საორიენტაციო სიას, იმ ნივთებისა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ სამშობიარო სახლში. ეს სია საორიენტაციო და რა თქმა უნდა შეიძლება კორექტირებას დაექვემდებაროს, ინდივიდუალური სამშობიარო სახლისა და […]
ორსულობა ასაკში – 30 ან 35 წლის ზემოთ ორსულობა ასაკში შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული. არსებობს მოსაზრება, თითქოს 30 წლის ზემოთ რთულება დაორსულება და მშობიარობა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს მთლად ასე არაა. მართალია, 30 წლის ზემოთ იზრდება გართულებების ალბათობა, ხოლო დაორსულების შანსი გარკვეულწილად კლებულობს, თუმცა 30 წლის ჯანმრთელ ქალებს სანერვიულო არაფერი აქვთ. რისკები უფრო […]
ბავშვის ტანსაცმელი – როგორ შევარჩიოთ? ბავშვის ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია ნებისმიერი მშობლისთვის. მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს მაქსიმალურად გამძლე და ჯანმრთელი, თქვენი ბავშვის კომფორტულობისთვის. ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ტანსაცმლის არჩევაში: ტანსაცმლის ზომები ტანსაცმლის შეძენისას აქტუალური საკითხია მისი ზომები, სხვადასხვა ქვეყანას და ბრენდს განსხვავებული ზომები აქვს, ამიტომაც ყურადღებით შეარჩიეთ თითოეული ბრენდის ტანსაცმელი, ზუსტად გაარკვიეთ […]
აუტიზმი – რა არის აუტიზმი? აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, მისი გარკვეულწილად განდეგილობა, რომლის ნიშნებიც ვლინდება 1-2 წლის ასაკში. აუტიზმი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ძირითადი მიმართულებებით, როგორცაა საუბარი, თამაში, სოციალური ინტერაქცია. აღსანიშნავია, რომ აუტიზმის ნიშნები ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვებში. ხშირად საქართველოში ისე ხდება “აუტიზმის დიაგნოსტიკა”, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ […]
რა იწვევს აუტიზმს? განსხვავებული აზრი არის გავრცელებული სპეციალისტებში, თუ რა იწვევს აუტიზმს და როგორ არის უმჯობესი მისი მკურნალობა. თუმცა რაზეც ყველა თანხმდება, საჭიროა ადრეული და ინტესიური ინტერვენცია, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა და პრობლემის მიხედვა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგებიც. ბოლო პერიოდამდე, სპეციალისტების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ აუტიზმი მეტწილად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით, თუმცა ახალი კვლევების თანახმად, […]
ბავშვის საწოლი – როგორ შევარჩიოთ? ბავშვის საწოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, როდესაც პატარას დაბადებას ელოდებით. თქვენმა ახალშობილმა ბავშვმა მასში მინიმუმ 2-3 წელი უნდა გაატაროს, ამიტომაც განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს მისთვის ლოგინის არჩევა. არჩევანია კი საკმაოდ დიდია, საქართველოში ძირითადად იყიდება ხის და პლასტმასის საწოლები, თუმცა ასევე ბაზარზე გვხვდება მეტალის და დეესპეს ლოგინები.შესაბამისად ფასებიც განსხვავდება საწოლების მასალის, […]
ქლამიდიოზი – რა არის ქლამიდია? ქლამიდიოზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია – ქლამიდია (chlamydia trachomatis). ქლამიდიოზი აავადებს, როგორც ქალებს, ისე კაცებს, ამიტომაც ქლამიდიოზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შემოწმნდეს თქვენი პარტნიორიც, რადგან დიდი ალბათობით, მასაც ექნება აღნიშნული ინფექცია. გენიტალიების გარდა ქლამიდიოზმა შესაძლოა დააზიანოს ანუსის ხვრელი, ყელის უკანა კედელი და თვალები. ქლამიდიას ახასიათებს უსიმპტომოდ ყოფნა, ამიტომაც შესაძლებელია თქვენ […]
ორსულობა – ორსულობის მე-9 თვე უკვე მე-9 თვეა? დიახ, დრო სწრაფად მიფრინავს, უკვე დადგა ნანატრი ჟამი, თქვენ მალე დედა გახდებით!! ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა სწორედ ის დღე იყოს, როდესაც თქვენ პატარა მოევლინება ამ სამყაროს. 36-ე კვირიდან დაწყებული თქვენ უფრო აქტიურად უნდა მოემზადოთ დედობისთვის, მიიღეთ ინფორმაცია ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ, შეხვდით თქვენს ექიმს და გაიარეთ საბოლოო […]













